ნიკოლოზ ონიკაშვილი

0.000
დეტალურად

ნიკოლოზ ონიკაშვილი – ონიკოვი. უწოდებდნენ სახელად კიკოლა დიაკვანს. გიორგი XII-ის მწერალი. იყო მოსკოვს გიორგი XII-საგან გაგზავნილ დეპუტაციის შეშადგენლობაში. დაესწრო 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის გამოცემას მოსკოვში.

 1802 წელს მობრუნდა რუსეთიდან.

 აღწერა მოსკოვისა და პეტერბურგის ღირსშესანიშნაობანი – დღიური მისი მოგზაურობისა მცხეთიდან პეტერბურგამდე. ამ მოგზაურობაში მონაწილეობდნენ იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილები და მათი მხლებელი 14 კაცი.

 ნიკოლოზ ონიკოვის წიგნთსაცავი, რომელშიაც ყოფილა ძველი ქართული ხელნაწერები და ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, მის მემკვიდრეებს გაუნადგურებიათ (ჟურნ. ,,მწყემსი“ 1887 №21).

 ნიკოლოზის ვაჟმა ალექსანდრე ონიკოვმა (გარდაიცვალა 1885 წელს ,,კავკაზ“, 1885.23.IV) პლატონ იოსელიანს აცნობა, რომ მისი მამის ,,მოგზაურობა“ დაიკარგაო. (პლ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-სა, აკ. გაწერელიას გამოც., 18 შენ.). ჩვენამდე მოაღწია ამ მოგზაურობის პირებმა.

 ონიკოვების საოჯახო სია 1850 წელს. გვ.170