დეტალურად
პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? – 1883) – ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია სოლომონ I-ის ნაქონი XVIII ს. ილუსტრირებული ხელნაწერი “ვეფხისტყაოსანი”.
პელაგია წერეთელს ლექსები უძღვნეს გრ. ორბელიანმა (“მის ბრწყინვალებას, კნეინა პელაგია წერეთლისას”, კ.გ. დადიანმა და ასევე არსებობს ვარაუდი რომ აკაკის ლექსის – “პ. წ[სას]” – ადრესატიც პელაგია წერეთელია. 1883 წლის 24 დეკემბერს “დროება” (N161) იუწყებოდა: “ქუთაისიდამ გვატყობინებენ, რომ ახალ-გარდაცვალებულის თავ. ნესტორ წერეთლის მეუღლეს, კნ. პელაგიას თავის ქმრის შემდეგ დიდ-ხანს ვეღარ უცოცხლია და წარსულ ორშაბათს იგიც გარდაცვალებულა”.