დავით ივანეს ძე
ჯორჯაძე
1810 - 1866 წლის შემდეგ
1832 წლის აჯანყების მონაწილე
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
პრაპორშჩიკი

 დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად  პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 წლებში. ბინა ჰქონდა ლუარსაბ და დიმიტრი ბატონიშვილებთან. უქმე დღეებს მათთან ატარებდა. იყო მოწმე საუბრებისა, რომელთაც წამოიწყებდა ხოლმე თავისუფლებაზე დიმიტრი ბატონიშვილი. ამ საუბრებს ესწრებოდნენ ლუარსაბ, ალექსანდრე და ივანე ჩოლოყაშვილები, სოლომონ რაზმაძე,ელიზბარ, დიმიტრი და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, იარალი შანშიევი, ესტატე ჯავახიშვილი. დიმიტრი და ლუარსაბ ბატონიშვილებთან აგრეთვე ბინა ჰქონდა მამაცაშვილს.

 1830 წ. 24 დეკემბერს დ. ჯორჯაძე პეტერბურგიდან გამოემგზავრა და საქართველოს მოაღწია 1831 წლის 3 თებერვალს. საქართველოში სამსახური დაიწყო "უჩებნი" ბატალიონში პრაპორშჩიკად.

 ცოლად შეირთო ლუარსაბ ქსნის ერისთავის ას. მარიამი. 1831 წელს ცხოვრობდა ალ. ორბელიანის სახლში. ზუსტად მან შეიყვანა დ.ჯორჯაძე შეთქმულების კურსში. თავის ცოლის ძმასთან - ლევან ერისთავთან საუბრისას გამოსთქვავდა აზრს, რომ ჯანყის მოხდენა შესაძლებელი და აუცილებელიაო. მას როგორც "უჩებნი" ბატალიონში მომსახურეს, შეთქმულნი ავალებდნენ ბატალიონის მოსყიდვას. დ. ჯორჯაძე ლევან ერისთავს ეუბნებოდა: "მე მაგათ ჯარში ნამყოფი ვარ, მე უფრო ვიცი, თუ მალე მოვახდენთ აღრეულობას ჩვენ ვაჯობებთო".

 დ. ჯორჯაძე დააპატიმრეს 1832 წლის დეკემბერში. საგამომძიებლო კომისიამ იგი სცნო VI კატეგორიის დამნაშავედ და გაგზავნა კავკასიის ხაზზე მე-5 ქვეითთა პოლკში სამსახუროდ, მასზე მეთვალყურეობის დაწესებით.

 დიმიტრი ყიფიანის ჩვენებით "პრაპორშჩიკი ჯორჯაძე მხიარული ხასიათისაა".

 1860-იან წლებში დ. ჯორჯაძე გამოჩნდა ქართულ პრესაში. "გუთნის დედის" 1866 წ. ნომერში ის ბეჭდავს ნათარგმნ წერილს. იმავე წლის "ცისკრის" მე-12 ნომერში კი იუმორისტულ მოთხრობას: "მეგობრული ჩვენი სახლის ძველძულიანობა (ფანცი-ფუნცი)"

თავადი (კახეთი)
David Ivanovich Jorjadze - nobility.pro - გენეალოგია

gb  rs t