ლუარსაბ გიორგის ძე
მაჩაბელი
თბილისი - კოსტრომა

 ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ სიაში მეათედ დასახელებულია მაჩაბელი ლაურსაბ გიორგის ძე, რომელიც 1801 წლის 10 თებერვალს იულონ ბატონიშვილს გადაჰყვა იმერეთში ოჯახიანად (იმერელი მაჩაბლები არიან ლუარსაბის ძმის ზურაბის შთამომავლები).  

 მონაწილეობს 1804 წლის მთიულეთის აჯანყებაში. თვითონ მიუვიდა მთავრობას, პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს მმართველმა ვოლკონსკიმ.

 1812 წელს მონაწილეობს კახეთის აჯანყებაში. ამ დანაშაულისთვის გადაასახლეს კოსტრომაში.

 1813 წლის 10 ივნისს მიწერილობით აიძულებენ ბარძიმ მაჩაბელს დააჩქაროს შემოსავლის აკრეფა, რათა მისი გარკვეული ნაწილი გაუგზავნონ ლუარსაბ მაჩაბელს კოსტრომაში ხარჯებისთვის.

 1815 წელს რტიშჩევი სთხოვს ტროშჩინსკის იშუამდგომლოს ლ. მაჩაბლის განთავისუფლებისთვის, რადგან ლუარსაბ მაჩაბელი უფროსია გვარში და როგორც უფროსი, განაგებს მათ განუყოფელ მამულს. რტიშჩევს ჯერ კიდევ 1813 წელს მიუმართავს თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრისათვის მაჩაბლის განთავისუფლების თაობაზე.

 1817 წლის 31 ოქტომბერს "კნეინა სოფიო ფაღაევნა" (ფაღავა) თხოვს ერმოლოვს: "ძმასა ჩემისა ლუარსაბ მაჩაბელსაც შესწამეს წიგნის მიწერა (ლევან ბატონიშვილთან), რომელსაც წერილის დაწერა, აღმოკითხვა, დაწერა ანისა და ბანის დასმა არა სცოდნია, ამისთვის უენო იგი სიბერის დროს ძმა ჩემი გადაასახლეს რუსეთს კოსტროვის ქალაქში... ეღირსოს... ქვეყანასავე თვისსა მოქცევა".

 იმპერატორის 1818 წლის 20 თებერვლის ბრძანების თანახმად ლ. მაჩაბელი გაათავისუფლეს და იმავე წლის 1 ივნისს თბილისს ჩამოვიდა.

თავადი (ქართლი)
Luarsab son of Georgi Machabeli (Prince) – - nobility.pro

კომენტარები

ka    ru