დავით დიმიტრის ძე
სააკაძე
? - 1805
მოსკოვი
მოსკოვი - თბილისი
პოდპოლკოვნიკი
თბილისის კომენდანტი
თბილისი

 დავით დიმიტრის ძე სააკაძე - თბილისის კომენდანტი, დიმიტრი სააკაძის შვილი. დიმიტრი რუსეთში გაჰყვა ბაქარს და სამუდამოდ დასახლდა მოსკოვს. აქ შეეძინა მას შვილი დავითი, რომელმაც სწავლა-აღზრდა მიიღო მოსკოვში. 1803 წლის 7 მარტს დავითი დაინიშნა თბილისის კომენდანტად. შეცვალა თბილისის კომენდანტი ჩერნოვი (კოვალენსკის დიშვილი). ამ პოსტზეა ის 1805 წლის აპრილამდე. აპრილში იხსენიება როგორც ყოფილი კომენდანტი. ამ დროისთვის მას აქვს პოდპოლკოვნიკის ჩინი, თბილისის კომენდანტი კი არის კომნენო.
 არქივში (ფ.226 საქმე 6722) დაცულია დავით სააკაძის წერილი, რომლითაც კომენდანტი სააკაძე ნებას რთავს ზაზა ბარათაშვილი დაასაფლავოს ცოლი თბილისის სიონში.
 დ. სააკაძე გარდაიცვალა 1805 წ. 20 მაისს, დარჩა მეუღლე და შვილი პეტრე.

ტახტის - აზნაური (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

gb  rs t