მიხეილ ივანეს ძე
ჩოლოყაშვილი
მაიორი

 მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი (1802 - 1847) - 1833 წელს თუშეთის პრისტავია, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ზისერმანის სიტყვით, მ. ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ თავისებურად ძალიან ჭკვიანი". მიხეილ ვორონცოვმა 1846 წელს დანიშნა საგამომძიებლო კომისიის თავჯდომარედ. ამ კომისიას უნდა გამოერკვია საფოსტო კარეტიდან მდ. იორში ჩავარდნილი საფოსტო ჩემოდნის საქმე, ამ ჩემოდანში 48 ათასი მანეთი იყო და მის მოტაცებას თავად ანდრონიკოვსა და ადგილობრივ პოლიციელებს აბრალებდნენ (ზისერმანი, გვ. 79).მიხეილ ჩოლოყაშვილი იყო ბიძაშვილი მიხეილ, ალექსანდრე და ზაქარია ჩოლოყაშვილების. 1831 წელს ცოლად შეირთო თადია ჩოლოყაშვილის ასული ნინო. ა. ზისერმანის თქმით, მიხეილის მეუღლე ყოფილა მეტად ლამაზი (А. Зиссерман, "Двадцатьпять лет на Кавказе", 1, 22). 

 მ. ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა 1847 წელს.

თავადი (კახეთი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

ka    ru