დავით ესტატეს ძე
ციციშვილი
დავით ფანასკერტელ - ციციშვილი

 დავით ესტატეს ძე ციციშვილი (დავით ფანასკერტელ-ციციშვილი) - ერეკლე II-ის ასულის მარიამის და დავით ციციშვილის შვილიშვილი. ავტორი თხზულებისა "შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართუელთა ერთა და ჟამითიჟამად ცულილებათათვს მათთა. შეთხზული თავადის დავით ფანასკერტელ-ციციანოვისგან 1849-სა წელსა". ამ თხზულებაში დ. ციციშვილი სხვათაშორის ამბობს: "უკეთუ რომელიმე ქართული უბნობს ქართუელისა თანა, მაშინ შორის ათთა ქართულთა ლექსთა იტყვის ოთხთა რუსულად".
 თხზულების ტექსტი დაიბეჭდა "ივერიის" 1891 წ. 13 ივნისის ნომერში (№122).
 დ. ციციშვილის მეუღლე იყო ქეთევან აბაშიძე.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები