პარმენ
დომენტის ძე
წინამძღვრიშვილი
მოსკოვი
მოსკოვი
რუსეთი - მოსკოვი - მოსკოვის პოკროვის მონასტერი

 პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით. მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი და 1815 წელს მღვდლად აკურთხებინა. 1816 წლის 11 მარტს თავის მოძღვრად დაადგინა. 1818 წლის 27 ივლისს პარმენს გარდაეცვალა მეუღლე მაკრინე, რომელმაც მის მეუღლეობაში მხოლოდ 3 წელი გაატარა და ამ დროს მხოლოდ 15 წლისა იყო (დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის სასაფლაოზე). პარმენმა 1826 წელს მიიღო ჯვარი, მოღვაწეობდა მოსკოვის ქართულ სტამბაში. წერდა ლექსებს. გარდაიცვალა 1846 წელს, დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრში. მისი სიკვდილის წელსვე მისმა სიდედრმა გამოუგზავნა პარმენის ძმას პანტელეიმონს სკივრებით პარმენის ნაქონი წიგნები და ხელნაწერები. მათ შორის იყო გალექსილი, 12 თვის სვინქსარი და ყდაში ჩასმული ლექსების კრებული. გზაში ავაზაკებს ეს სკივრები გაუძარცვიათ და პარმენის ლექსები დაკარგულა.
 შემორჩენილია პარმენის ლექსი ღომზე

"მე მინახავს საჭმელი რამე, სხვა საჭმელთან არ სადარი,

მეყსა შინა თვალისასა მოსახარშ-მოსამზადარი,

მეყვსეულადვე მოეგების, ვინ არისი იმითი მაძღარი,

მენავეთა კეთილ-საგძალი, ჯართათვის ცუდი რამ არის"
 

ტახტის - აზნაური (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

gb  rs t