ლეონტი იაკობის ძე
სავარსამიძე
მოზდოკი (Моздок) (ჩრდ. ოსეთი)
თბილისი
გენერალ-მაიორი

 ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (Prince Leonti (Levan) Savarsamidze - Major-General of the Russian Empire) (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში. 1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 წელს - პოლკოვნიკი. 1827 წლიდან გენერალ-მაიორი. 1832 წელს მონაწილეობდა ჭარის ოლქის დაწყნარებაში. ასრულებდა ჭარ-ბელაქანის ოლქის უფროსის მოვალეობას. გარდაიცვალა 1838 წელს. იყო მამაცი მეომარი, მიღებული ჰქონდა 5 ჭრილობა. საკუთარი ძალით გაიკვლია გზა, თუმცა სპეციალური განათლება არა ჰქონდა მიღებული, სამხედრო მოქმედებებზე მსჯელობდა როგორც გამოცდილი მხედართმთავარი (Записки Н.Н. Муравьева-Карсского, Русский Архив, 1886, 1).
 ლეონტი სავარსამიძეს ცოლად ჰყავდა ზაალ გურამიშვილის ასული სიდონია, თადეოზ გურამიშვილის (ილია ჭავჭავაძის სიმამრის) და.
  სიდონიას, ქმრის სიკვდილის შემდეგ, დაენიშნა პენსია 1500 ვერცხლის მანეთი წელიწადში.

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

gb  rs t