გორჯასპ
გივის ძე
ნათალიშვილი
1812 წლის აჯანყების მონაწილე
ირანი

 გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს გზავნიან სოლომონ და ესტატე თარხნიშვილებთან. მონაწილეობს ბატონიშვილებთან იმერეთში თათბირის დროს. ჩადის კაწალხევში და იქიდან ხევსურეთში ბაბახანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის წერილებით 1805 წლის იანვარში. ხევსურეთუდან გორჯასპი მიდის დუდარუკოსთან საჩუქრებით და ხალათებით ალექსანდრე ბატონიშვილისგან. 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს, გორჯასპი ალ. ბატონიშვილმა გააგზავნა გზაზე ხიდების ასაყრელად და ხალხის ასაჯანყებლად. გორჯასპის აგიტაციის შედეგად 6000 მთიელი შეიკრიბა, რომლებიც სექტემბერში სტეფანწმინდას დაესხნენ თავს. გადაჰყვა ალექსანდრე ბატონიშვილს დაღესტანში და 1818 წელს სპარსეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
 გორჯასპის ცოლად ჰყავდა გუქა, დიმიტრი ორბელიანის ასული.

ტახტის - აზნაური (კახეთი)
Gorjaspi Natalishvili (noble) – - nobility.pro

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////