ასლან
ლუარსაბის ძე
ვაჩნაძე
1812 წლის აჯანყების მონაწილე
პერმი

 ასლან ლუარსაბის ძე ვაჩნაძე (? - 1814) ონანო ვაჩნაძის შტოდან. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. კახთა მეფის მდივანი. 1802 წლის ივლისში აწერს ხელს კელმეჩურის მუჯალამას. კახეთის აჯანყებაში მონაწილეობისთვის გადაასახლეს პერმში. "პერმში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ქართველთაგან ასლან ვაჩნაძე გარდაიცვალა ამა თვის პირველ რიცხვში" - ატყობინებდა პერმის სამოქალაქო გუბერნატორი რტიშჩევს 1814 წლის 4 მაისს (სცსა ფ.2/8 ს.272, ფ.14).

თავადი (კახეთი)

კომენტარები

ka    ru