ზაქარია
სიმონის ძე
ხერხეულიძე
ოდესა - ნოვოროსიისკი - ქერჩი
გენერალ-მაიორი
რუსეთ-თურქეთის 1828-1829
უკრაინა - სიმფეროპოლი

 ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე (1797(8)-1856). 1823 წელს შტაბს-კაპიტანი, ამავ დროულად არის ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-ლეინტენატის მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. მიღებულუ აქვს წმინდა ანას II ხარისხის, წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ბანტით და ოქროს ხმალი წარწერით "სიმამაცისთვის". 1828 წელს პოლკოვნიკი. 1841 წლიდან გენერალ-მაიორი. 1833 წლიდან 1850 წლამდე ქერჩის (ქერჩ-ენიკალის) ქალაქის თავი. 1850-1852 წლებში მინსკის და სმოლენსკის გუბერნიის გუბერნატორი. 1852 წელს გავიდა პენსიაზე. 1855 წელს ყირიმის ომთან დაკავშირებით დაბრუნდა სამხედრო სამსახურში. 1856 წელს სამხედრო ჰოსპიტალის ინსპექტირებისას დაავადდა ტიფით რის შედეგადაც გარდაიცვალა 2.04.1856. დაკრძალულია სიმფეროპოლში. ყავდა მეუღლე "დეისტვიტელნი სტატსკი-სოვეტნიკის" გრიგოლ სერგეის ძე კუშნიკოვის ასული ლიდია და შვილები: ნადეჟდა, სოფიო, ალექსანდრა და ნიკოლოზი.

ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე

თავადი (ქართლი)

კომენტარები

ka    ru