ადამ
ვაჩნაძე
პრაპორშჩიკი

 ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) - ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში საქართვველოს გარეთაა. 29.06.1804 ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ქანანოვს (ქანანაშვილი?) და მერე ყაზახს წავიდა. შემდეგ გამოექცა ალექსანდრე ბატონიშვილს და როცა 1804 წელს ციციანოვმა გამოიძახა, საქართველოში დაბრუნდა, ციციანოვმა იგი დანიშნა მოურავად შურაგელის მხარეში. ამ თანამდებობაზე ორი წელი გაატარა. 

 მიიღო პრაპორშჩიკობა. 1812 წლის აჯანყების ლიკვიდაციაში მონაწილეობისთვის დაენიშნა პენსია. 1817 წელს ითხოვს კარდენახის მამულის დაბრუნებას. ეს მამული ჩამოერთვა მას 1803 წელს ალექსანდრე ბატონიშვილის ერთგულებაზე ფიცის მიღებისთვის.
 კარდენახის მამული შედგებოდა 5 კომლი ყმა-გლეხისა (17 მამაკაცი და 10 ქალი), ქვის სახლისა და ხილის ბაღისგან.

თავადი (კახეთი)

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////