კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
ავალიშვილი
1875 - 1937
პოლკოვნიკი
პირველი მსოფლიო ომი

 ცნობილი კავალერისტი, ცხენოსანი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე ავალიშვილი დაიბადა 1875 წელს.

1909 წლიდან იყო Vალექსანდრიელ შავ გუსართა პოლკის ობერ-ოფიცერი.

 კონსტანტინე ავალიშვილმა 1912 წელს ლივერპულში მოიგო სტიპლ-ჩეიზის (დაბრკოლებიანი დოღი) დიდი ნაციონალური პრიზი. ის  ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.       

 პირველი მსოფლიო ომის დროს, პოლკოვნიკი კონსტანტინე ავალიშვილი ცხენოსანთა ლეგიონს მეთაურობდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დუნაის პირა მთიან სოფელთან მისი ლეგიონი ალყაში მოაქციეს გერმანელებმა. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. თითქმის მთელი ლეგიონი გაწყდა, გადარჩენილებს ტყვედ  ჩავარდნა ელოდა. გერმანელებს განსაკუთრებით მათი მეთაურის ცოცხლად ჩაგდება უნდოდათ. კონსტანტინემ ალყა, რომ ვერ გაარღვია სხვა გამოსავალი  ვერ მონახა და თვალუწვდენელი სიმაღლის კლდიდან დუნაიში თავისი ცხენით გადაეშვა. მისი ვაჟკაცობით განცვიფრებულმა გერმანელებმა მეორე ნაპირზე გასულ მხედარს გასძახეს:„ბრავო რუსის ოფიცერო“...

 პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვებული იყო, წმინდა გიორგის ჯვრით.          

 ომის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა პოლონეთში, სადაც მას შეეძინა ქალიშვილი ნატალია, რომელიც დედის გვარზე იყო.

 60-იან წლებში ნატალია გალიჩენსკაია ჩამოვიდა თბილისში და მოინახულა მამის საფლავი კუკიის სასაფლაოზე. ნატალიას მეუღლე გახლდათ პოლონელი პოეტი კონსტანტინე გალიჩენსკი, რომლის ლექსებიც თარგმნა შოთა ნიშნიანიძემ.

 კონსტანტინე ავალიშვილის მეუღლე იყო რუსუდან არჩილის-ასული ჭავჭავაძე. გენერალ-მაიორ არჩილ ჭავჭავაძის ქალიშვილი და ლეგენდარული თამადის გულბაათ ჭავჭვაძის შვილიშვილი.

 საბჭოთა პერიოდში ის თავის მეუღლესთან ერთად დიდუბის იპოდრომზე ცხოვრობდა და წვრთნიდა მაღალი კლასის ბედაურებს.

 1937 წელს კონსტანტინე ავალიშვილი გარდაიცვალა, დაკრძალვის პროცესიას წინ მიუძღოდა მის ცხენი „შამილი“. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. ვერის სასაფლაოს კიროვის პარკად გადაკეთების შემდეგ, მისმა მეუღლემ რუსუდან ჭავჭავაძე-ავალიშვილისამ მისი ნეშტი გადაასვენა კუკიის სასაფლაოზე.

ფუსარი კონსტანტინე ავალიშვილი

 

კონსტანტინე ავალიშვილი მოსკოვის იპოდრომზეკონსტანტინე ავალიშვილი (უკანა პლანზე) მოსკოვის იპოდრომზე

 

კონსტანტინე ავალიშვილი დიდუბის იპოდრომზე
კონსტანტინე ავალიშვილი დიდუბის იპოდრომზე
ირაკლი კალანდია
თავადი

gb  rs t