ივანე იოსების ძე
ყარაშვილი
იოანე ყარაევი
კოლეჟსკი ასესორი

 ივანე იოსების ძე ყარაშვილი (ყარაევი). ექიმი. 1801 წლის 5 ნოემბერს ყარაევი წერს ასეთ თხოვნას: „განუცხადებ ამას მაღალმსვლელობასა თქვენსა, რომელ გარდაცვალებულის მეფის ერეკლესაგან წელიწადში ორმოცი თუმანი ჯამაგირი გვქონდა და ქალაქში ხუთი დუქანი გვებოძა და მეფე ირაკლი რომ გარდაიცვალა, გიორგი მეფემაც ისივ ჯამაგირი მოგვცა და ექვსი დუქანიც იმან გვიბოძა, რომელიც დღესაც ხელში გვიჭირავს. ახლა რადგან ისინი გარდაიცვალნენ, ვითხოვ თქვენის მაღალმსვლელობისაგან, რომ ეს მეფეთაგან ბოძებული წყალობა და ჩვენი ნაყიდი და უსყიდი რაცა გვქონდეს, ისინი იმის დიდებულებას ყ დ მოწყალეს ხელმწიფეს დაგვიმტკიცებინოთ“

 ექიმი ივანე ყარაევი, რომელიც კახეთში, სოფ რუისპირში იმყოფებოდა, დარეჯან დედოფლის თხოვნით გააყოლეს მას რუსეთში გადასახლებისას – 1803 წელს. მანამდე – 1801 წ. ის ახლდა იოანე და ბაგრატ ბატონიშვილებს რუსეთში გამგზავრებისას. ივანე ყარაევის მამა იოსები, ასევე ექიმი, იყო შვილი ექიმ ანტონ ყარაევისა. ანტონ ყარაევმა ექიმობა ისწავლა კათალიკოსებისაგან, იტალიურ ენაზე. მან ექიმობა შეასწავლა თავის ვაჟს იოსებს. იოსებმა კი ეს ხელობა შეასწავლა თავის ორ ვაჟს ივანეს (რომელიც ზოგან იონასად იწოდება) და ანდრიას.

 გიორგი ХIII - ის 1799 წლის სიგელში იხსენიებიან ექიმ ანტონას შვილი ექიმბაში იოსები, მისი შვილი იოანე, პეტრე, ანდრია და ანტონი.

ყარაშვილები კათოლიკები იყვნენ.

იოსებბ ყარაევის ქალი ეკატერინე (და ივანე ყარაევისა) ცოლად ჰყავდა ექიმ ივანე ანტონის ძე პრიბილს.

1818 წელს ქართველმა თავადაზნაურობამ ადრესი მიართვა ერმოლოვს 1812 წლის აჯანყებულთა ციმბირიდან დაბრუნებისათვის მადლობის ნიშნად. ამ ადრესს სხვებთან ერთად ხელს აწერს კოლეჟსკი ასესორი ივანე ყარაევი.

ივანე ყარაევს ჰქონია გიორგი ХII - ის პორტრეტი გეტინის მიერ ტილოზე შესრულებული 1799 წელს. ყარაევს ეს სურათი 1858 წელს მიურთმევია ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟ დავითისათვის.

1826 წელს „საექიმო გამგეობამ“ აუკრძალა პრაქტიკა ივანე და ანდრია ყარაევებს. ამის გამო თავადაზნაურობის წინამძღოლი შუამდგომლობს „მიეცათ ძველებურად პრაქტიკის ნება აქაური ექიმის – განსვენებული თათულა აქიმოვის მსგავსად აზნაურ კოლეგიის ასესორ ივანეს და კოლეგიის რეგისტრატორს ანდრია ყარაევებს. ყარაევებს საექიმო ცოდნა მათმა მამამ იოსებ ყარაევმა მისცა. ივანე როგორც ექიმი 3 – ჯერ იყო წარგზავნილი პეტერბურგს: კნორინგის მიერ – ბაგრატ ბატონიშვილსა, ციციანოვის მიერ – დედოფალ დარეჯანსა და ტორმასოვის მიერ – თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სამგზავროდ. ანდრიაც ყოფილა ერთხელ რუსეთში და კოლეგიის რეგისტრატორის ჩინი მისცეს“

„იოანე აქიმი ყარაევი“ გამოყვანილია „კალმასობაში“

 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაევების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაევები ითხოვენ მათ აზნაურობაში დამტკიცებას. თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ალექსანდრესთან, იქიდან გადასულა ქართლში, მეფე თეიმურაზთან. ალექსანდრესაც და თეიმურაზსაც მისთვის აზნაურობა უბოძებიათ. მაგრამ ეს საბუთები მათ დაჰკარგვიათ აღამაჰმადხანის შემოსევისას. ყარაევებმა წარადგინეს დარეჯან დედოფლის მოწმობა. 

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////