გიორგი
გაბრიელის ძე
ჭილაშვილი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)

 იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790 - 1838) - სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820-1830 იან წლების საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. იურდიული განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში. 1815 წლიდან იყო წევრი ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის. 1821 წლიდან იაგორ ჭილაშვილი საქართველოშია და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები უჭირავს (საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი, თბილისის სამხედრო კანცელარიის მმართველი და სხვ.) 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გამარჯვების შემთხვევაში ი. ჭილაშვილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას. იგი თავის დროის უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. მისი ნაშრომი ბუნებითი სამართლის შესახებ მეტყველებს ავტორის ღრმა იურდიულ ფილოსოფიურ განსწავლულობაზე. ი. ჭილაშვილს ფრანგულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს შ. მონტესკიეს და გ. მაბლის ცალკეული თხზულებები... იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

P.S. იაგორ - გიორგი ჭილაშვილის მეუღლე (დიმიტრი ყიფიანის სიდედრი) იყო პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна).

ტახტის - აზნაური (ქართლი)
გიორგი (იაგორ) ჭილაშვილის ნათესავები, გენეალოგია

კომენტარები

ka    ru