დავით ზაქარიას ძე
მელიქიშვილი
1856 - 1909
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი

 დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ივანეს-ძე მელიქიშვილის ძმისშვილი.

დავით მელიქიშვილი დავით მელიქიშვილს  იურიდიული განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული, იყო განათლებული, კარგი ორატორი, სასიამოვნო მოსაუბრე და პატრიოტიც.

 დავითი და ილია ჭავჭავაძე ცოლებით ნათესავები იყვნენ (ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი, დავითის მეუღლის რუსუდან სტაროსელსკის დეიდა იყო), მიუხედავად ამისა ერთმანეთს უპირისპიდებოდნენ რუსეთის საკითხებში. დავითს გულწრფელად სჯეროდა, რომ თუ რუსეთს ერთგულებას დავუმტკიცებდით, ხელმწიფე იმპერატორი ბევრ რასმეს საქართველოსთვის კეთილი ნებით გამოიმეტებდა. დავით მელიქიშვილს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ 1901 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების ზეიმზე საქართველო რუსეთისგან მიიღებდა წყალობას:  დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას, სასამართლოში ნაფიცმსჯულთა შემოღებას და ბევრ სხვა სიკეთეს, მაგრამ  იმედი  გაცრუვდა რამაც ის ძალიან აღაშფოთა. მან ჟურნალისტებს განუცხადა რომ, დროა რუსეთის ხელმწიფეს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავისი ნებით დარიალის კარები გაუღო რუსეთს და ამრიგად საშუალება მისცა მას - ახლო აღმოსავლეთში ფეხი მოეკიდნა. ამასთან საქართველოს სამაგიეროდ არაფერი მიუღია. იმედი გაუცრუვდა და დღეს გადაგვარების გზას ადგია. ამ განცხადებას მაშინ  დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ჰქნდა.

 1903 წელს კავკასიის მეფისნაცვალ გრიგოლ გოლიცინთან უთანხმოების  გამო, დავითინა მელიქიშვილი (მარცხნივ) და მისი მეუღლე - ალექსანდრე მაკინსკი მელიქიშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის თანანმდებობიდან გადადგა.

 დავით მელიქიშვილის მეუღლე: რუსუდან დიმიტრის-ასულ სტაროსელსკი (1870-1958) იყო  ამიერკავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის გენერალ დიმიტრი სატაროსელსკის ქალიშვილი, დედა ეკატერინე გურამიშვილი იყო ოლღა გურამიშვილის და.

 ქალიშვილი ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი-მაკინსკისა (1903-1990) იყო ალექსანდრე (შურა) მაკინსკის (1900-1988) მეუღლე. ალქსანდრე მაკინსკი იყო წარმოშობით ირანის ხანის შთამომავალი. მისი წინაპრები რუსეთის იმპერიის სამსახურში იყვნენ.  ალექსანდრე მაკინსკის დედა პოლონელი იყო.  საქართველოს გასაბჭოების მერე ემიგრაციაში წავიდნენ, ცხოვრობდნენ პარიზში. ალექსანდრე მაკინსკი კოკა-კოლას ექსპორტის წარმომადგენელი ევროპაში. ის ამერიკის მოქალაქეც იყო და ამერიკის სადაზვერვო სამსახურში მსახურობდა. მეგობრობდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან.

 60-იან წლებში მოსკოვში და ლენინგრადში რამდენჯერმე ჩამოვიდა. თბილისში მეუღლის ნათესავების მოსანახულებლად ჩამოდიოდა. ალექსანდრე მაკინსკი, საბჭოთა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და როგორც ამერიკის დაზვერვის აგენტს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა აეკრძალა. საბჭოთა პრესაში მისი სადაზვევრვო საქმიანობის მამხილებელი მასალები დაიბეჭდა სათაურით „იმპერიალიზმის ფარული ომი“.

 ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი დედასთან და მეუღლე ალექსანდრე (შურა)-მაკინსკისთან ერთად  დასაფლავებულები არიან პარიზში სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე. 

სენ-ჟენევიევ-დე-ბუა. ინა მელიქიშვილის, რუსუდან სტაროსელსკის და ალექსანდრე მაკინსკის საფლავი

ირაკლი კალანდია

თავადი

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////