ალექსანდრე ზაქარიას ძე
ჭავჭავაძე
1870 - 1930
წინანდალი
გენერალ-მაიორი
პირველი მსოფლიო ომი

 ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე დაიბადა, 4 ივლისს 1870 წელს წინანდალში. 

 1896 წელს ალექსანდრე დაქორწინდა იმპერატრიცის ფრეილინაზე, მისი უმაღლესობის მეფის კარის  შტაბმეისტერის ქალიშვილზე მარია პავლეს-ასულ როძიენკოზე. მარია, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  თავმჯდომარის როძიენკოს ძმის შვილი იყო. მარიასგან შეეძინა ვაჟები: პავლე, იური და ქალიშვილი მარინა. განქორწინების შემდეგ 1915 წ. მარია როძიენკო მეორედ გათხოვდა თავად ტრუბეცკიზე. რევოლუციის შემდგეგ მარია როძიენკო თავის შვილებთან ერთად ლონდონში წავიდა ემიგრაციაში.

 1905 წლიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე კავკასიის მეფისნაცვლის გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ადიუტანტია.

 1914 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა ჩერქეზთა პოლკის მეთაურად (ველური დივიზია). მან სამხედრო განათლება მიიღო, თბილისის კადეტთა კორპუსში და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. I მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო პოდპოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კარპატებში, მიიღო პოლკოვნიკის წოდება. დროებითი მთავრობის დროს გენერალ-მაიორი გახდა.

 საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1917-1921) მსახურობდა ქართულ არმიაში. გასაბჭოების შემდეგ გავიდა თადარიგში.

 ალექსანდრე ჭავჭავაძემ 1922 წ. იქორწინა მეორედ ოლგა გიორგის-ასულ სუხომლინზე და ცხოვრობდა თბილისში. 

 1930 წელს კონტრრევოლიციური მოღვაწეობის ბრალდებით დახვრიტეს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი:

მარიამ პავლეს ას. როდზიენკო

ალექსანდრეს უფროსი ვაჟი პავლე ჭავჭავაძე (1899-1970) იყო მწერალი და პუბლიცისტი, ცხოვრობდა ამერიკაში. პავლე 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის მეფეთა დინასტიის რომანოვების შთამომავალზე ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე. ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი“ და თბილისის საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო“, „მიხაილოვს“ რომ ეძახიან.

პავლე ჭავჭავაძეს ჰქონდა თარგმნილი ინგლისურ ენაზე სვეტლანა ალილუევას წიგნი „მხოლოდ ერთი წელიწადი“. მისი რომანი „საოჯახო ალბომი“ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ეხება მის ცხოვრებას წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მთები ალაშისა“, სადაც აღწერილია ლეკების მიერ დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრების გატაცება. 

1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „მამა ვიკენტი“, მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუიორკელ მრევლზე. 1966 წელს გამოიცა მისი წიგნი – „რამეთ იდგა შავბნელი ღამე“.  ამ რომანის ერთი ნაწილი, რომელიც ნიკოლოზ მეორის ოჯახის დახვრეტის შესახებ მოგვითხრობს, დაიბეჭდა ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“.  უნდა აღინიშნოს, რომ პავლე ჭავჭავაძის წიგნები სამწუხაროდ არცერთი ქართულად ნათარგმნი არ არის.

 ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი იური (გიორგი) ცნობილი პიანისტი იყო და ცხოვრობდა საფრანგეთში.

 ქალიშვილი მარინა (მიმი) ლონდონში ცხოვრობდა, წერდა წიგნებს.

 ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, პავლე ჭავჭავაძის ვაჟი დავითი იყო მწერალი პუბლიცისტი და  ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი. კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში (გარდაიცვალა 2014 წელს).

 დავითის ქალიშვილი მარიამ (მარუსა) ჭავჭავაძე ამერიკაში დაარსებული „საქართველოს მეგობართა“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე

ირაკლი კალანდია

თავადი

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////