ილია ლაზარეს ძე
ოქრომჭედლიშვილი
ილია სერებრიაკოვი
თბილისი
საქართველო - თბილისი - დიდუბის პანთეონი

 ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-საისტორიო ნაშრომები, მნიშვნელოვან ფულად შემწეობას აძლევდა "ქშწ-კგ საზოგადოებას", ქართულ თეატრს, სასწავლებლებს, ჰყავდა სტიპენდიანტები რუსეთსა და საზღვარგარეთ, გამოცემული აქ ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. ი. ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) ხე-ტყის მრეწველი იყო, საამისოდ სოფ. საჭილაოში აგებული ჰქონდა სახერხი ქარხანა.
 გარდაიცვალა 1898 წლის 3 იანვარს, თბილისში. ქართულმა საზოგადოებამ იგი დიდი პატივით დაკრძალა დიდუბის ეკლესიის გალავანში (ამჟამად დიდუბის პანთეონი).

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

ტახტის - აზნაური (იმერეთი)

კომენტარები

ka    ru