ლუარსაბ
ქაიხოსროს ძე
ყიფიანი

 ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი (1852 - ? ) - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ დროში რომ ყოფილიყო, ბევრ მამულის მტერ თათარსა და ლეკს თავს ზარს დასცემდა თავის ვაჟკაცური შეხედულებით და მამაცობით. მაგრამ ეხლა ისიც დაჩაგრულ, განიორწყლებულ გლეხ-კაცებს სულთა-მხუთავსავით აშინებს და აფრთხობს. ხაშურსა და სურამს ორი თუმანი არა ჰყოფნის; სკოლის ხსენება ჭირისავით ეჯავრება. ამან რომ მოინდომოს, ქვიშხეთში კი არა ღორნაკალზე გააკეთებინებს ქვიშხეთელებს კარგ სკოლასო...". საპასუხო წერილში ლუარსაბ ყიფიანი თავს იმართლებს: ქვიშხეთში სკოლის გასამართად დიდი შრომა მაქვს გაწეული, მაგრამ თვითონ მოსახლეობაა ამ საქმისადმი უიმედოდ განწყობილიო...1893 თუ 1894 წელს ლუარსაბ ყიფიანის ოჯახში, - მისი ერთერთი ქალიშვილის ქორწილში, - ნამყოფია ილია ჭავჭავაძე. 1888 წლის აგვისტოში, სურამში, ლუარსაბ ყიფიანს ჩხუბში კაცი (სპირიდონ მაჭავარიანი) შემოკვდომია.

საშვილიშვილო მოკვაშირე დიმიტრი ყოფიანი. თბილისი 2007
 

ტახტის - აზნაური (ქართლი)

კომენტარები