ნიკო
გიორგის ძე
დადიანი
ზუგდიდი
მსაჯულთუხუცესი (სამეგრელოს სამთავრო)
გენერალ-მაიორი
რუსეთ-თურქეთის 1828-1829
წმ. ანას პირველი ხარისხის
საქართველო - სამეგრელო - მარტვილის საკათედრო ტაძარი

 ნიკოლოზ (ნიკო) გიორგის ძე დადიანი (დაახლ. 1780 - 1834) - ისტორიკოსი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან "დიდ ნიკოდ" წოდებული. 1804 წლიდან - სამეგრელოს უმაღლესი საგამგებლო საბჭოს წევრი. 1805 წ. ხელმძღვანელობდა დეპუტაციას, რომელიც პეტერბურგში ალექსანდრე I-თან იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს (სამეგრელოს სამთავროს) პოლიტიკურ ურთიერთობათა მოსაგვარებლად. საერთოდ ნ. დადიანი პოლიტიკურ ასპარეზზე ენერგიულად იღწვოდა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის გავლენის შესუსტების და რუსული ორიენტაციის გაძლიერებისათვის. არაერთი ომის მონაწილე, რისთვისაც გენერალ-მაიორობა ებოძა (განსაკუთრებით ისახელა თავი 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში); წლების მანძილზე იყო სამეგრელოს სამთავროს მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგთუხუცესი).  ნიკო დადიანი ავტორია არაერთი ისტორიული თხზულებისა, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა "ქართველთ ცხოვრება".
 ნიკო დადიანის მეუღლე იყო 1) მარიამ ერისთავი; 2) აფხაზი თავადის ასული ეკატერინე მარშანია (იური ჩიქოვანის წიგნიდან)
  ნ. დადიანი გარდაიცვალა 1834 წელს, დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

ფოტო: ნიკო დადიანის სახლი ზუგდიდში

სამეგრელოს მთავართა სახლი

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////