იოსებ
ქრისტეფორეს ძე
მამაცაშვილი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)

 იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა და მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, მწერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, რისთვისაც გადაასახლეს ვიატკაში, სადაც სოლომონ დოდაშვილთან ერთად იხდიდა სასჯელს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1836 წ. მარტი) ი. მამაცაშვილი გორში დამკვიდრდა და მსახურობდა მაზრის მოსამართლედ. ჰქონდა ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის ("დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკ") მაღალი ჩინი. იოსებ მამაცაშვილის ოჯახი კულტურულ-ლიტერატურულ ინტერესების მქონე ქართველ მოღვაწეთა (დ. ბაქრაძე, ვ. თულაშვილი, დ. მუსხელიშვილი, ა. ფურცელაძე, აგრეთვე პროგრესულად მოაზროვნე რუსი პედაგოგი სიმონოვიჩი) თავშესაყარი იყო. სწორედ იოსებ მამაცაშვილის წრეში დაიბადა ფართო პროფილის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც საბოლოოდ "ქშწ-კგ საზოგადოების" დაფუძნებით დაგვირგვინდა.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

ტახტის - აზნაური (ქართლი)

gb  rs t