ნიკოლოზ
მელქისედეკის ძე
ჭავჭავაძე
თბილისი - ყვარელი
გენერალ-მაიორი
პირველი მსოფლიო ომი
ყვარელი

 ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო». დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. მსახურობდა დიდი თავადის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (რომანოვის) სახ. ტვერის დრაგუნთა 43- პოლკში (შემდეგ კი ტახტისმემკვიდრის 16- პოლკი, 9.08.1888 .); პორუჩიკი (25.03.1892 .), შტაბს-როტმისტრი (15.03.1898 .),  როტმისტრი (16.06.1904 .),  პოდპოლკოვნიკი (26.02. 1912 .);  იყო წმინდა სტანისლავის (14.07.1902 .) და წმ. ანას (11.04.1907 .) მესამე ხარისხის ორდენების კავალერი. შემდგომში გახდა პოლკოვნიკი და ზემოთ დასახელებული პოლკის უფროსი. ცხოვრობდა თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914 .), მიღებული აქვს ბევრი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენი. გახდა გენერალ-მაიორი. გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან, დაკრძალულია ყვარელში. დაქორწინებული იყო ეკატერინე, თავად მიხეილ ციციშვილის ასულზე (1876-?).

ფოტოზე: ნიკოლოზ მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

 ნიკოლოზ მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად

იური ჩიქოვანი - თავადი ჭავჭავაძეები

თავადი (კახეთი)
ნიკო (პატარა ნიკო) ჭავჭავაძის გენეალოგია

კომენტარები