ნიკოლოზ
დავითის ძე
დიასამიძე
ბრილი (ქართლი)

 ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა.  ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში (სადაც მამულების და მდიდრულად გაწყობილი სახლების პატრონი იყო), გამართული ჰქონდა სალონები. ამ სალონებში იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება (აკაკი და გიორგი წერეთლები, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი...), იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები (ე.წ. ორშაბათები), თეატრალური წარმოდგენები. აქვე, სოფელ ბრილში ნიკო დიასამიძის სალონში - 1892 წლის 6 სექტემბერს შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით გაზეთი "კვალი" დააარსა.
 1877 წელს ნიკოლოზ დიასამიძემ და ალალო თუთაევმა (მწერალი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი) საკუთარი ხარჯით გორის ძველი როტონდა გადააკეთეს თეატრად, სადაც გორის "სცენის მოყვარულთა საზოგადოება" თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა.
  ნიკოლოზ დიასამიძე 1897 წლის 13 აგვისტოს მოკლეს სოფ. ბრილში რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა. ნიკოლოზ დიასამიძის მეუღლე იყო თავადი გრიგოლ ბებუთაშვილის ასული ნინო.

  დიასამიძე გვარის ისტორია და გენეალოგია.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

თავადი ნიკო დიასამიძე

თავადი (ქართლი)

კომენტარები

ka    ru