გაბრიელ
ბაბანას ძე
ჭილაშვილი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
ამილახორი (ალმასხან ბატონიშვილის)

 გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და გავლენით მეტად თვალსაჩინო ფიგურად ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში; 1803 წელს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებულ ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და იმის შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. გ. ჭილაშვილს რუსთა წინააღმდეგ მოძრაობაშიც მიუღია მონაწილეობა, მაგრამ საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ფიგურა.  გ. ჭილაშვილის (ჭილაძის) მიმოწერა მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართველ ბატონიშვილთა წრის რუსეთში ცხოვრების შესახებ.
   გაბრიელ ჭილაშვილი მამაა ბორის (ბაბანა) და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილების.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

ტახტის - აზნაური (ქართლი)
Gabriel (Glakha) son of Babana Chilashvili 1762–1818 - nobility.pro | ჭილაშვილი-ჭილაძეთა გენეალოგია

კომენტარები

ka    ru