პავლე ალექსანდრეს ძე
ჭავჭავაძე
სანქტ-პეტერბურგი
Wellfleet (აშშ. მასაჩუსეტის შტატი)

 პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე. 1899 პეტერბურგი - 1974 Wellfleet, მასაჩუსეტის შტატი. სახელოვანი გენერლის ზაქარია ჭავჭავაძის და ბებიის (მარიამ დავითის ას. ჭავჭავაძე) მხრიდან კი პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი. მწერალი, მთარგმნელი. 1918 წელს წავიდა ემიგრაციაში ჯერ რუმინეთში შემდეგ ინგლისში სადაც დაქორწინდა დიდი-თავადის გიორგი მიხეილის ძე რომანოვის შვილზე ნინა გიორგის ასულზე. 1927 წლიდან ამერიკაშია. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა წითელი ჯვრის მისიაში ევროპასა და აზიაში. ავტორია წიგნების: საოჯახო ალბომი (მოგონებები), კავკასიის მთებში (ისტორიული რომანი), მამა ვიკენტი (რომანი) და სხვები. ასევე თარგმნა რუსულიდან ინგლისურად სვეტლანა ალილუევას წიგნი "მხოლოდ ერთი წელი". სიცოცხლის ბოლო წლები პავლე ჭავჭავაძემ გაატარა ქალაქ Wellfleet - ში. გარდაიცვალა 72 წლის ასაკში.

ფოტოზე პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე

პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე

იური ჩიქოვანი "თავადი ჭავჭავაძეები" თბილისი 2002

თავადი (კახეთი)
პავლე ჭავჭავაძის გენეალოგია

კომენტარები