ივანე
ეგნატეს ძე
პოლტორაცკი
თბილისი - ოქროყანა
ოქროყანა
საქართველო - ქართლი - ოქროყანა

 ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (1836-1892) - უკრაინული წარმოშვების ქართველი საზოგადო მოღვაწე (დედით ზედგინიძე). "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი; დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. მსახურობდა თბილისშივე: მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ბოლოს კი - ნოტარიუსად. მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის "საქართველოს მოამბის" დაარსებაში. საერთოდ, გიმნაზიიდანვე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ილიასთან, რომელმაც ი. პოლტორაცკის და ილია წინამძღვრიშვილს უძღვნა "აჩრდილი". ილია იყო ნათლია ი. პოლტორაცკის ვაჟის - ილიასი.
  ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".
  ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს, დაკრძალულია სოფელ ოქროყანაში.
 ი. პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო (1869-1931) იყო მეუღლე ექვთიმე თაყაიშვილისა. ნინო პოლტორაცკაია გარდაიცვალა ლევილში (საფრანგეთი), იქვე იყო დაკრძალული, 1987 წელს კი მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

აზნაური - (წარმოშვებით უკრაინიდან)

კომენტარები