კონსტანტინე
ქრისტეფორეს ძე
მამაცაშვილი
თბილისი - რუისი
გენერალ-ლეიტენანტი
თბილისი
საქართველო - თბილისი - დიდუბის პანთეონი

 კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილი (1818-1900) - გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). კონსტანტინე მამაცაშვილი ავტორია მოგონებების ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომელიც ძვირფასი მასალაა პოეტის ბიოგრაფიის შესასწავლად. აგრეთვე კ. მამაცაშვილს გამოუქვეყნებელი დარჩა ვრცელი მოგონებები (14 რვეული, 1025 გვერდი), რომელიც დიდად საინტერესო და მნიშვნელოვან მასალას შეიცავს საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცხოვრების შესახებ 1837 წლიდან ვიდრე 1860-იან წლებამდე. მოგონებების ხელნაწერი ინახება სანქტ-პეტერბურგში "პუშკინის სახლში". კ. მამაცაშვილი გარდაიცვალა 1900 წლის 3 სექტემბერს. დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის ეკლესიის გალავანში (ამჟამად დიდუბის პანთეონი).

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007


კონსტანტინე მამაცაშვილი ასევე მეგობრობდა ლერმონტოვთან.
იოსებ ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილის ძმა.

ტახტის - აზნაური (ქართლი)

კომენტარები

ka    ru