მალხაზ
თეიმურაზის ძე
ამილახვარი
თბილისი

 მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, კაცი რომელიც დიდი ერუდიციით და სიკეთის გამოირჩეოდა, მან მთელი სიცოცხლე ქართულ ცურვას მიუძღვნა.....“ იუწყებოდა იმდროინდელი ქართული პრესა.
 დამთავრებული ჰქონდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი, მუშაობდა „დინამოს“ რესპუბლიკურ საბჭოში ცურვის მწვრთნელად, სადაც არაერთი სპორტის ოსტატი და საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორი აღზარდა. 1969 წლიდან „დინამოს“ ცურვის სპორტსკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, სპორტსაზოგადოება „განთიადის“ ცენტრალური საბჭოს ცურვის სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი. 1975-1981 წლებში მ. ამილახვარი მუშაობდა საქართველოს სპორტ-კომიტეტში ცურვის სახელმწიფო მწვრთნელის თანამდებობაზე. 1981 წლიდან, ისევ „განთიადის“ ცენტრალური საბჭოს ცურვის სპორტული სკოლის უშუალო ხელმძღვანელია, რომელმაც მ. ამილახვარის ხელმძღვანელობით სერიოზულ წარმატეტებს მიაღწია. სიცოცხლის ბოლო წლებში მ. ამილახვარი საქართველოს საწყალოსნო სახეობების კონფედერაციის ცურვის წამყვანი სპეციალისტი იყო.
  მ. ამილახვარი შთამომავალი იყო
მეფე ერეკლე მეორესი და თეიმურაზ ივანეს ძე ამილახვრის (1832 წლის აჯანყების მონაწილე).
ამილახვრების გენეალოგია.

ფოტო: მამა-შვილი - თეიმურაზ (ზაზა) და მალხაზ ამილახვრები.

თეიმურაზ (ზაზა) და მალხაზ ამილახვრები (მამა-შვილი)

თავადი (ქართლი)

კომენტარები

ka    ru