ივანე გივის ძე
ამილახვარი
კავალერიის გენერალი
თბილისი
საქართველო - თბილისი - ქაშვეთის ეკლესია

 ივანე გივის ძე ამილახვარი (1829-1905). სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი, არაერთი ბრძოლის მონაწილე, სადაც არაჩვეულებრივი სამხედრო ნიჭით და სიმამაცით გამოირჩეოდა, რუსეთის იმპერატორებთან დაახლოებული პირი; ივანე ამილახვრის პიროვნებაში უმტკივნეულოდ იყო შერწყმული რუსეთის საიმპერატორო ტახტის ერთგული ქვეშევრდომი და ქართველი პატრიოტი. იგი იყო დიდი ქველმოქმედი, მრავალი სიკეთის გამკეთებელი თანამემამულეებისთვის, მათ შორის, მშობლიური გორის მაზრის გლეხობისთვის. ამასთანავე ივანე ამილახვარი ზრუნავდა ქართული სიძველეების განახლება-რესტავრაციაზე და ამ საქმეზე არ ზოგავდა არც დროს და ენერგიას, არც ფულსა და შეძლებას. მისი განახლებულია სამთავისის ტაძარი, გორიჯვრის ციხე და ეკლესია, სოფ. ქვემო ჭალაში ააგო წმ. მარინეს სახელობის ეკლესია და ა.შ. ივანე ამილახვარი დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში, რომლის მშენებლობაშიც ორგანიზაციულად თუ მატერიალურად ი. ამილახვარს არსობითი მონაწილეობა ქონდა მიღებული.

წიგნიდან "საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი" თბ. 2007

თავადი (ქართლი)
ივანე (ნიკო) გივის ძე ამილახვარი - გენეალოგია, ნათესავები

gb  rs t