ნინო სიმონის ას.
აბაშიძე
ნინო აბაშიძე-ორბელიანისა
ახალქალაქი
ქუთაისი - თბილისი
თბილისი
საქართველო - თბილისი - დიდუბის პანთეონი

ნინო სვიმონის ას. აბაშიძე ორბელიანისა (1838-1919). პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დაიბადა ქართლში სოფ. ახალქალაქში თავად თარხან-მოურავების ოჯახში. ერთხანს ცხოვრობდა ქუთაისში, 14 წლისა მიათხოვეს ქუთაისელ ევგენი მაისურაძეს რომელიც მალე გარდაიცვალა. მონაწილეობდა კულტურულ-სალიტერატურო ცხოვრებაში, თეატრალურ წარმოდგენებში. 1864 წელს მეორედ გათხოვდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანზე (1836-1887). 1870-იან წლებში ნინო უკვე თბილისშია და ნაყოფიერ ლიტერატურულ, თეატრალურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. გამოირჩეოდა სილამაზით, ორატორული ნიჭით, იყო ბრწყინვალე იმპროვიზატორი... ნინო ორბელიანისადმი ლექსები აქვს მიძღვნილი ვ. იურკევიჩს ("რუს-იმერელს"). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნინო უკიდურეს სიღატაკეში, უსახლკაროდ ცხოვრობდა. ყველასგან მივიწყებული, გარდაიცვალა 1919 წლის 12 მარტს თბილისში დავრდომილთა თავშესაფარში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ფოტო: პოეტი ნინო აბაშიძე - ორბელიანისა

პოეტი ნინო აბაშიძე ორბელიანისა

ნინო ორბელიანის ლექსზე დაწერილი სიმღერა ვანო სარაჯიშვილის შესრულებით.

თავადი (იმერეთი)
Загружаю видео...
Loading the player...
ნინო სიმონის ას. აბაშიძე-ორბელიანი 1831–1919

კომენტარები

ka    ru