ირაკლი ალექსანდრეს ძე
ბაგრატიონ-გრუზინსკი
Irakli, son of Alexander Bagrationi
სალმასა (ირანი)
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - პარიზი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
თბილისი
საქართველო - მცხეთა - სვეტიცხოველი

 ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - მარიამ სააკის ას. აღამალოვასთან. 7 წლის ირაკლი ბატონიშვილი დედასთან ერთად გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა - ჯერ ცარსკოე-სელოს სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს პეტერბურგში, მაგრამ ირაკლიმ რუსეთში სწავლა (საერთოდ იქ ყოფნა) არ ისურვა და დატოვა სასწავლებელი. 1840-იან წლებში იგი თბილისშია და მიხეილ ვორონცოვის ყურადღებითაა გარემოსილი. 1860-იანი წწ. დასასრულს ირაკლი ბატონიშვილი სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა იმპერატორ ნაპოლეონ III-ს. საფრანგეთშივე (პარიზში) გაიცნო ალ. ჭავჭავაძის შვილიშვილი თამარ დავითის ას. ჭავჭავაძე (1852-1933) და იქვე დაქორწინდა მასზე.
 ირაკლი ბატონიშვილი ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა (1860-იანი წწ.), მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც ძირითადად საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა.
 იგი გარეგნულად ძლიერ გავდა თავის სასიქადულო პაპას ერეკლე II-ს და ეროვნული ღირსებაც გამახვილებული ქონდა - დემონსტრაციულად ატარებდა ჩოხა-ახალუხს, ერთხელ ბორჯომის პარკში, "დიდად ამაყად თავაწეულ" დიდ მთავარს ნიკოლოზ მიხეილის ძეს (რომანოვს) ზედაც არ შეხედა და ეს ამბავი მაშინვე გახმაურდა საზოგადოებაში.
 ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკრძალვა გრანდიოზულ სამგლოვიარო მსვლელობაში გადაიზარდა (გამოასვენეს სიონის ტაძრიდან და დაკრძალეს სვეტიცხოველში). გარდაიცვალა 55 წლის, დარჩა ორი შვილი. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს თბილისში და საერთოდ საქართველოში ბატონიშვილები გარდა ერეკლესი არავინ ცხოვრობდა. ბაგრატიონების გენეალოგია.

ფოტო: ალექსანდრე ბატონიშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი

წიგნიდან "საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი" თბ. 2007

ქართლ - კახეთის სამეფო სახლი

gb  rs t