გრიგოლ
დავითის ძე
გურიელი
ოზურგეთი - ბათუმი
გენერალ-მაიორი
ბათუმის ოკრუგის უფროსი
საქართველო - ოზურგეთი - წმ. მარინეს ეკლესიის გალავანში

 გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი. 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ახლადშემოერთებული ბათუმის "ოკრუგის" უფროსი. მის სახლში ოზურგეთში იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები, თეატრალური წარმოდგენები. გურიელის ხარჯით მრავალი მოსწავლე იღებდა განათლებას სამაზრო და სასულიერო სასწავლებლებში, დიდი ამაგი დასდო ოზურგეთში სასულიერო სასწავლებლის დაარსებას. 1886 წელს გ.გურიელის ხარჯით ილია ჭყონიამ გამოსცა "ქილილა და დამანა", რომლის მთელი ტირაჟი გრიგოლმა გადასცა "ქშწ-კგ საზოგადოებას". გარდა ქილილა და დამანასი გრიგოლ გურიელის გამოცემული წიგნებია: 1) სიბრძნე სოლომონ მეფისა; 2) წიგნი ეკლესიასტე მეფე სოლომონ ბრძენისა; 3) ქართველ მაჰმადიანთა ლოცვები. შთამომავლობა არ დარჩენია. გარდაიცვალა 1891 წელს, დაკრძალულია ანდერძის თანახმად ოზურგეთის წმინდა მარინეს ეკლესიის გალავანში.

გრიგოლ გურიელი გენეალოგია

გურიის მთავრთა სახლი

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////