ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ზაქარია გულბაათის ძე
ჭავჭავაძე
კავალერიის გენერალი
კავკასიის სამხედრო კორპუსის მეთაური
რუსეთ-თურქეთის 1877-1878
  • ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
  • ალმასებიანი ოქროს ხმალი
  • ბუხარის ოქროს პირველი ხარისხის ალმასებიანი ვარსკვლავით
  • თეთრი არწივის
  • ოქროს დაშნა "მამაცობისთვის"
  • წმ. ანას მახვილებიანი პირველი ხარისხის
  • წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის მეორე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის პირველი ხარისხის
  • წმ. სტანისლავის

 მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში წინანდალში. 17 წლის ჭაბუკი ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მოხალისეა. ამ პოლკიდან იწყება მისი ზრდა და ტრიუმფალური მხედრული აღზევება.

 ზ. ჭავჭავაძის მხედრულ-მეომრული ღვაწლი ორგანულად არის დაკავშირებული ყირიმის, კავკასიის, რუსეთ-თურქეთის ომებთან. 1871 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ის უკვე კავკასიის კავალერიის დევიზიის ბრიგადის მეთაურია.

 ზაქარიასთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა შეტაკება  სულთან-ქაირ ბეგის რაზმთან. მართალია ქაირ-ბეგი დაიღუპა და მისი რაზმი განადგურდა, მაგრამ ზაქარია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მოწინააღმდეგის მიერ მოქნეული ხმალი მას მხარზე მოხვდა, სადაც რკინის ეპილოტებმა შეაჩერა და მცირედ დაიჭრა; ამავე ბრძოლაში იგი ტყვიით დაიჭრა ყელში და ბოლოს კი მორიგმა ტყვიამ მარჯვენა ხელის მტევაანი დაუმსხვრია. მტრის გარემოცვაში მოხვედრილი დაღუპვისგან ახალგაზრდა მეომარმა და მეგობარმა ივანე ამილახვარმა იხსნა. ისიც ამ ბრძოლაში დაჭრეს. ეს უკანასკნელი იხსენებს, რომ ზაქარია ჭავჭავაძე შეიჭრა მოწინააღმდეგის განლაგებაში. „ვხედავდი თუ როგორ იბრძოდა ალყაშემორტყმული და მის თავზემოთ ათასობით ხმალი ბრწყინავდა“.

 მძიმედ დაჭრილი ქართველი ოფიცერი ადგილობრივმა მკურნალმა უსტრახანმა მოარჩინა და სულ მალე იგი საბრძოლველად გაემართა.

  ზ. ჭავჭავაძემ განსაკუთრებით ქიურურ-დარას ბრძოლებში ისახელა თავი, რომელიც 1854 წ. 24 ივლისს გაჩაღდა ყარიალის მთების სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე. კორპუსის მეთაური ბებუთოვი 18000 მეომრით 60000 ოსმალოს წინააღმდეგ იბრძოდა. როცა დივიზიონის მეთაური დაიჭრა, ამ შენაერთის მეთაურობა ზაქარიამ იკისრა.

  სამჯერ მოუკლეს მას ცხენი, ხოლო შემდეგ თვით ზაქარიაც დაჭრეს, მაგრამ ბრძოლის ველი მას არ დაუტოვებია.

  ბრძოლის ერთ მონაკვეთზე ზაქარიას შენაერთი იძულებული იყო დროებით, უკან დაეხია. ნეიტრალურ ზონაში მათ ქვემეხები დარჩათ. თურქი ოფიცერი ხმალამოღებული მიუძღოდა მებძოლებს რათა ქვემეხები გაეტაცათ. „ბატონებო იხსენით ქვემეხები“ - გაისმა ზ. ჭავჭავაძის მქუხარე ხმა და მებრძოლები თურქებს ეკვეთნენ. - ზაქარიას წინამძღოლობით. თურქები დიდი დანაკლისით უკუიქცნენ. ამ ბრძოლაში მტერმა 7000 მებრძოლი და 15 ქვემეხი დაკარგა. ეს იყო მოულოდნელი დაუგეგმავი ბრძოლა, რომლის დროსაც მთავარი როლი ზ. ჭავჭავაძის მეთაურობით მე-7 ესკადრონმა შეასრულა.

  ყარსის უძნელესი იერიშის დროს იგი წმინდა გიორგის მესამე კლასის ორდენით დაჯილდოვდა, ამ ორდენის სამგზის კავალერი გახდა. ყარსის ფეზი-ფაშას ციხე-სიმგრეს სახელი გადაერქვა და „თავადი ჭავჭავაძე“ ეწოდა.

  რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში ზ. ჭავჭავაძე უკვე კავკასიის მსხვილ საკავალერიო ნაწილებს და საჯარისო დაჯგუფებას მეთაურობს... გავიხსენოთ, თუნდაც, მის მიერ მიღწეული ორი ისეთი დიდი გამარჯვება, როგორიც იყო 1877 წლის მაისში ბემლიახმეტთან თურქთა დიდძალი კავალერიის განადგურება და იმავე წლის 3 ივნისს ყარსის მახლობლად განხორციელებული არავარტანის უსასტიკესი შეტაკება. ამ სისხლიან ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისა და შეუპოვრობის გამოჩენისათვის ზაქარია ჭავჭავაძეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

  ზ. ჭავჭავაძის პიროვნებაში, მის მხედართმთავრულ თვისებებში ჰარმონიულად იყო შერწყმული სწრაფი, ნათელი აზროვნებისა და გაბედული, ელვისებური მოქმედების უნარი.

  რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ზ. ჭავჭავაძე ჯერ კავკასიის დივიზიას მეთაურობდა, მერე კავკასიის არმიის პირველ კორპუსს.

  დადგა დრო გმირი გენერლის თადარიგში გასვლისა. ეს დღე მარად დაუვიწყარ დღედ დარჩა მისი მხედრული ცხოვრების ისტორიაში. ამ დღეს ჯარების სარდალმა გენერალ-ადიუტანტმა ს. შერემეტიევმა ასეთი სიტყვებით მიმართა ზ. ჭავჭავაძეს: „ თქვენო ბრწყინვალებავ, თავადო ზაქარია გულბაათის ძევ! კავკასიის არმიის ჯარებმა, რომლის წმინდა დროშებზე კავკასიის წარსულია გამოხატული, თქვენი სახელი თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაწერა, როგორც უკვდავი სიმამაცის და კავკასიის ბრძოლების ბრწყინვალე გამარჯვების განსახიერება.“  მრავალი მისალმების მერე მას ბუხარის ემირ აბდულ ხანის სახელით გადასცეს ფირმანი და „ამომავალი მზის“ ორდენი ბრილიანტებით.

  ჟურნალი „კვალი“ ამ დღესთან დაკავშირებით წერდა: „დღეს, როცა ასეთ ძველებურ ვაჟკაცს კიდევ ვხედავთ საქართველოში, მომავლის იმედით გული გვევსება, რადგან ამისთანა გმირები, თითქოს გზად და ხიდად არიან მოვლენილნი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის.“

 1905 წლის 22 ოქტომბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მხედართმთავარი, „კავკასიის არმიის რაინდი“, გენერალ-ადიუტანტი ზაქარია ჭავჭავაძე. ის  იყო ერთადერთი გენერალი, რუსეთის იმპერიაში, რომელსაც პროპორჩიკობიდან გენერლობამდე ყველა ჩინი ემატებოდა  საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის.

  გაზეთი „კავკაზი“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „აღარ გვყავს ომის უკანასკნელი რაინდი, იგი უკანასკნელი მოჰიკანია კავკასიის მეომართა სახელოვანი ოჯახიდან, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ბრწყინვალე სამხედრო ბელადებიდან, რომლებიც ოდესღაც ჩვენ ივერიამ მოგვცა.“

 ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე თბილისში სამხედრო ტაძარში დაასვენეს. დაკრძალულია წინანდალში, საგვარეულო სასაფლაოზე.

 ირაკლი კალანდია
თავადი (კახეთი)
ზაქარია ჭავჭავაძის გენეალოგია
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე


ჯაყელი გიორგი დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი დავითის ძე
გვარი
ჯაყელი
სხვა სახელი, გვარი
Georgian Nobleman Giorgi, son of David Jakeli
დაბ.-გარდ. თარიღები
5.01.1869 - ?
სამხედრო ჩინი
პოდპოლკოვნიკი
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მესამე ხარისხი
  • წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის
  • წმ. სტანისლავის მესამე ხარისხი

ორბელიანი მანანა მირმანოზის ას.

სახელი, მამის სახელი:
მანანა მირმანოზის ას.
გვარი
ქსნის-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
მანანა ორბელიანი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე

მანანა ორბელიანს უწოდებდნენ „ჩვენებურ მადამ რეკამიეს“...

ფოტო
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული

თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
იასონ დიმიტრის ძე
გვარი
თუმანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
იაზონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი; იასონ ჯიმშერის ძე თუმანიშვილი
ცხოვრობდა
თბილისი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
თბილისის ქალაქის თავი

კობიაშვილი ზაალ

სახელი, მამის სახელი:
ზაალ
მამის სახელი
უცნობია
გვარი
კობიაშვილი
ფაქტი, მოვლენა
1804 წლის აჯანყების მონაწილე
ცხოვრობდა
პერმი
თანამდებობა, სახელო
მთიულეთის მოურავი

ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ესტატე თეიმურაზის ძე
გვარი
ჯავახიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1772 - 1833
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
სამხედრო ჩინი
პორუჩიკი

საქართველო რომ განთავისუფლდეს და ხელმწიფემ მე ჩამაბაროს ბატონიშვილების საქართველოში წაყვანა, მე მათ კავკავამდე მოვიყვანდი და იქ ყველას თერგში გადავყრიდიო...

ფოტო
თავად ჯავახიშვილების გერბი
თავად ჯავახიშვილების გერბი

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე დავითის ძე
გვარი
ჩხეიძე
დაბ.-გარდ. თარიღები
5.07.1873 - 1941
სამხედრო ჩინი
ბრიგადის გენერალი (ქართული არმიის)
სამხედრო თანამდებობა
იუნკერთა სკოლის მეთაური
მონაწილეობდა ომებში
პირველი მსოფლიო ომი
გარდაცვალების მიზეზი
დახვრიტეს 1940 წელს კომუნისტებმა

ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გულბაათ ივანეს ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1796 - 1863

ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში...

ფოტო
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი
თანამდებობა, სახელო
  • თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
  • სახლთუხუცესი (ქართლ-კახეთის სამეფო)
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი
ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია