მიხეილ
ტარიელის ძე
ლორის-მელიქიშვილი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ნიცა (საფრანგეთი)
ნიცა (საფრანგეთი)
საქართველო - თბილისი - ვანქის ეკლესია

 მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) (1825 - 1888) - გენერალ-ადიუტანტი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1880-1881 წლებში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ჟანდარმერიის ფაქტობრივი შეფი. რუსეთის პირველი კონსტიტუციის პროექტის ავტორი. სარგებლობდა ალექსანდრე მეორის უსაზღვრო ნდობით, რამაც მეფის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ცენტრალურ ფიგურად აქცია. ალექსანდრე II - ის მკვლელობის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან და დარჩენილი წლები ძირითადად უცხოეთში გაატარა. დაბალი სოციალური წრიდან გამოსულმა ლორის-მელიქოვმა (მისი უშუალო წინაპრები დაბღები - ტყავის გამომყვანნი იყვნენ) სამხედრო ნიჭის და პოლიტიკური ალღოს წყალობით ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად გრაფის ტიტულიც მოიპოვა. მიუხედავად სომხური წარმოშვებისა და გრიგორიანული სარწმუნოებისა მიხეილ ლორის-მელიქოვი თავს ქართველად თვლიდა და მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. იყო "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში (მაგ. გიორგი ერისთავის "დავის" აბრამა ბიჭის როლი აქვს შესრულებული).  გარდაიცვალა 1888 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, 1889 წელს ჩამოასვენეს და დაკრძალეს თბილისში ვანქის ეკლესიის გალავანში.
 ყავდა მეუღლე ანა ივანეს ას. არღუთინსკაია-გოლგორუკოვა.

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

 

ტახტის - აზნაური (ქართლი)

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////