ლევან
დავითის ძე
ყიფიანი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი

 ლევან დავითის ძე ყიფიანი (1863-1936) - მწერალი, პუბლიცისტი (დიმიტრი ყიფიანის ძმის ქაიხოსროს შვილიშვილი). სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში იურდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სრული კურსის დასრულება ვერ შეძლო - ოჯახურ გარემოებათა გამო (მამის გარდაცვალება, უსახსრობა), იძულებული შეიქმნა ნაადრევად დაბრუნებულიყო სამშობლოში.
 ლევან ყიფიანი, საერთოდ, რუსულად წერდა და ძირითადად რუსულ პრესაში ("კავკაზ", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზსკი ვესტნიკ", ქართული "ცნობის ფურცელი" და სხვ.) თანამშრომლობდა, სადაც ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ თხზულებებს, ლიტერატურულ და თეატრალურ რეცენზიებს...რუსულ ენაზევე აქვს გამოქვეყნებული პოეტური (Думы и песни) და პროზაული (Сказки жизни) კრებულები.
 ლ. ყიფიანს უკიდურესად ნეგატიურად ახასიათებს შალვა ამირეჯიბი და უწოდებს მას "უხამს ქართველს". აგდებით უწერია მასზე გიორგი კობახიძესაც (იხ. მისი, მიხეილ წერეთლის ნაამბობი, ჟ. "ლაშარი" 1991, №1, გვ. 120)

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი, გვ. 368. თბილისი 2007.

ტახტის - აზნაური (ქართლი)

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////