ნიკოლოზ
ვახტანგის ძე
ორბელიანი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი - ოდესა
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი

 ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი გამორიცხეს უნივერსიტეტიდან და ადმინისტრაციული წესით დააბრუნეს საქართველოში. შემდგომში ნიკოლოზმა ბრწყინვალედ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ერთხანს იმსახურა ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ, 1875 წლიდან დიდად განთქმული ვექილია თბილისში. 1917 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. გარდაიცვალა ლუქსემბურგში და იქვეა დაკრძალული. ნიკოლოზ ორბელიანის ქალიშვილი ანასტასია იყო მეუღლე დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილისა.

ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი

თავადი (ქართლი)

კომენტარები