იოანე გრიგოლის ძე
ბაგრატიონი
ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
1826 - 1880

 იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-გრუზინსკი). გრიგოლ ბატონიშვილის (იოანე ბატონიშვილის შვილის) შვილი.

 სწავლა დაამთავრა პაჟთა კორპუსში 1847 წ. გრაფ. პ.ა. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად.

 ინგლისური კლუბის წევრი, მხიარული და გართობის მოყვარული.

 1859 წ. შამილის დატყვევებისა და კავკასიის დაპყრობის შემდეგ პეტერბურგში ჩამოვიდა ბარიატინსკი, რომელსაც დიდის ამბით შეხვდნენ. ინგლისურმა კლუბმა სადილი გაუმართა. „ამ სადილზე სხვათა შორის იყო თავადი გრუზინსკი, სინამდვილეში ქართველი ბატონიშვილი, ჩამომავალი კავკასიის მფლობელებისა, მთელი პეტერბურგისათვის ცნობილი  ბონ–ვივანი, მეტსახელად „ცარ–ივან“–ს ეძახდნენ. სადილზე ბევრი სადღეგრძელო ითქვა. ბოლოს სიტყვით მიმართა ბარიატინსკის ცნობილმა ნ. ი . გრეჩმა. მისი სიტყვა გრძელი და მოსაწყენი იყო. გრუზინსკიმ მას შეაწყვეტინა და ბარიატინსკის შესახებ სხვათა შორის თქვა, რომ მან გაიმარჯვა არა რუსული იარაღის ძალით, არამედ პირადი მომხიბვლელობით, ჭკუით, დიდსულოვნებით და სიმართლით. გრეჩმა თავის მხრივ შეაწყვეტინა გრუზინსკის: „ნება მომეცით, დავამთავრო!“ მაგრამ ცარ – ივანე მას აჩერებს ხელის მბრძანებლური ჟესტით და მთელ დარბაზზე ხმამაღლა აცხადებს: „როცა არწივები ლაპარაკობენ, ფუტკრები არ უნდა ბზუოდნენ“.

 ივანე გრუზინსკის ცოლად ჰყავდა გრაფინია ეკატერინე პავლეს ასული პალენი (შვილი 1812 წლის ომის გმირის) და ქვისლად მოუდიოდა გიორგი გრიგოლის ძე დადიან–მეგრელსკის, რომელსაც ცოლად ჰყავდა ეკატერინეს და ელისაბედი, და არკადი ადრიანეს ძე ბოლდირევს (მას ცოლად ჰყავდა და ეკატერინეს მესამე და – ელენე).

 გარდაიცვალა 1880 წ. 15 სექტემბერს პეტერბურგში. ივანე გრუზინსკის პანაშვიდს პეტერბურგს დაესწრო და მისი – ქეთევან სუმბათაშვილი. იხილეთ გენეალოგია.

იოანე ბაგრატიონი იოანე გრუზინსკი იოანე ბატონიშვილი

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

ka    ru