გულბაათ ივანეს ძე
ჭავჭავაძე
1796 - 1863

 ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა  თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ხორბალი,  უვლიდა ვაზს. მიღებული შემოსავლით, მან კარგი განათლება მისცა თავის უმცროსს ძმებს და შვილებს.  მის ოჯახიდან შვიდი გენერალი გამოვიდა.

 მისი ძმები იასონი და სპირიდონი, შვილები ზაქარია და არჩილი, ძმის შვილი მიხეილი მართალია რუსეთის იმპერიის გენერლის მუნდირს ატარებდნენ, მაგრამ დიდია მათი ღვაწლი რუსეთ-ირანის და რუსეთ-თურქეთის ომებში, საქართველოსთვის საუკუნეების წინ დაკარგული მიწების დაბრუნებაში.

 მისი  შვილიშვილი გენერალი ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა, 1930 წელს დახვრიტეს კონტრრვოლუციური მოღვაწეობისთვის.

 გულბაათის ძმის შვილიშვილი სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე მენშევიკური გულბაათ ჭავჭავაძემთავრობის დროს - გენერალი; 1924 წელს ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულთა მთავარსარდალი იყო და აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს მიუსაჯეს 25 წელი.  1954 წლის ამნისტიცია არ შეეხო, შემდგომი მისი ბედი უცნობია. 

 ასე, რომ დიდია გულბაათის ძმების, შვილების  და მათი შთამომავლების წვლილი, საქართველოსთვის საუკუნეების წინ დაკარგული მიწების დაბრუნებაში და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

 გულბაათის ოჯახს თავისი საზოგადოებრივი და ეკონომიური მდგომარეობით, თვალსაჩინო ადგილი ეკავა იმდროინდელ საქართველოში. მისი ოჯახის სტუმრები იყვნენე საქართველოში ჩამოსული სახელმწიფო, თუ საზოგადო მოღვაწეები.

 რუსეთის იმპერატორის მემკვიდრის ალესანდრეს თბილისში სტომრობისას საგანგებოდ მოიწვიეს თბილისში ნადიმზე და დასვეს თამადად. ნადიმის დამთავრების შემდეგ უფლისწული ალესანდრე გადაეხვია გულბაათს და პეტერბურგში დაპატიჟა. ის მართლაც ეწვია ახალ გამეფებულ ალექსანდრე II-ს პეტერბურგში. იმპერატორმა ის დიდი პატივით მიიღო.

 ლერმონტოვი მის შესახებ წერდა თავის მეგობარს, რავენსკის: „მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს“.

ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობის დროს შეხვდა მას, რაც აღნიშნა კიდევაც თავის წიგნში „კავკასია“.

 გულბაათის შესახებ სტატია დაიბეჭდა პეტერბურგში გამომავალ ყოველ კვირეულ გაზეთში „Нива“ სათაურით „Князь Гульбатъ Чавчавадзе“. სტატიის ავტორი კორნელი ბოროზდინი, რომელმაც კახეთის სამხარეო უფროსად მუშაობის პერიოში გაიცნო გულბაათი  დაწვრილებით აღწერს მის პიროვნებას და შინაგან ბუნებას:

 „ის ერთერთი უკანასკნელი,  ტიპიური წარმომადგენელი იყო უკვე წასული თაობის, რომლებიც იყვნენე არა მარტო სიტყვის არამედ საქმის ერთგულნი.  მათი ერთი ნაწილი რუსეთის არმიის წინა ხაზზე საუკუნეების დროს დაკარგული ტეროტორიების დაბრუნებისთვის იბრძოდა, მეორე ნაწილი თავის მამულებში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რათა თავიანთი ძმები ფრონტის ხაზზე აღეჭურვათ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა გულბაათი.  მისმა  დაუშრეტელმა ენერგიამ, მახვილგონივრულმა, საღმა აზროვნებამ, რომელიც არ იყო იუმორს მოკლებული, ამ  თვისებების ერთობლიობამ გამოუმუშავა მას, განსაკუთრებით გულწრფელი და დამოუკიდებელი ხასიათი.“

 „შრომით საქმიანობას, რომ მორჩებოდა უკვე ასაკში შესული ძლიერ მინდობილი თავის ძალებში რომელიც ახალგაზრდობიდან  მოსდევდა, ჩვევად ჰქონდა სიხარული სიამოვნებაში ეძებნა.  ლტოლვა ქეიფთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავთვალოთ ლოთობად, ნადიმი საჭირო იყო მისი დაუშრეტელი ენერგიის დასაკმაყოფილებლად, ურომლისოდაც იგი ვერ ჰპოვებდა სიმშვიდეს“. ასე ახასიათებდა ბოროზდინი გულბაათს.

 გულბაათ ჭავჭავაძე 1863 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.დაასაფლავეს წინანდლის ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე.

ფოტოზე გულბაათ ჭავჭავაძე და კახელი თავადები
გულბაათ ჭავჭავაძე, ძმებ ჯორჯაძეებთნ, მაყაშვილთან, ოთარ ჩოლოყაშვილთან და ალექსანდრეს ვაჟთან, დავით ჭავჭავაძესთან.
 

გადაცემა გულბაათ ჭავჭავაძის შესახებ. ობიექტივის სტუდიაში გულბაათ ჭავჭავაძის შთამომავლები.

ირაკლი კალანდია

თავადი

gb  rs t