სოლომონ შანშეს ძე
ბაგრატიონ-დავითაშვილი
სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი

 სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, დავითის შვილი, თავადი“. ამან ლურსმნით გამოთხარა კედელი და პატიმრები გამოაპარა (ბაგრატ ბატონიშვილი).

სოლომონ ბაგრატიონ–დავითაშვილი საქართველოდან გაიქცა თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად (1803 წლის თებერვლის უწინარეს); შემდეგ მიაღწია ალექსანდრე ბატონიშვილთან; ბაბახანის მოთხოვნით გაგზავნეს თეირანს. აქედან ბატონიშვილმა ალექსანდრემ გაგზავნა ის იულონ ბატონიშვილსა და მეფე სოლომონთან; მაგრამ თრიალეთზე ლეკებმა შეიპყრეს, აქედან ის გაემგზავრა იმერეთს, სადაც ხელთ იგდო სახლთუხუცესმა წერეთელმა. სოლომონ მეფის კაცების თანხლებით იგი ვახანის ციხეში მოიყვანეს, ხოლო 1804 წლის ივლისში სურამში გადმოიყვანეს.

 სოლომონს (ზოგჯერ ის შანშიევად არის მოხსენიებული) მოჰქომდა ალექსანდრე ბატონიშვილის წერილები სოლომონ მეფესა და ბატონიშვილებთან და შაჰის ფირმანი – ქართლის თავდადებისადმი, რომელშიაც ალექსანდრე ითხოვდა მათგან დახმარებას, როცა სპარსეთიდან ჯარით გამოჩნდებოდა. სოლომონი 1806 წ. თავდებით გაათავისუფლეს.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////