ანტონ ნიკოლოზის ძე
აფხაზი
1832 წლის აჯანყების მონაწილე
პოდპორუჩიკი

 ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.

  დაიბადა 1806 წ. (1833 წლის თებერვალში მან უჩვენა შეთქმულების საგამოძიებლო კომისიას, რომ იგი 27 წლისაა). მამა მისი ნიკოლოზი ერეკლეს დროის ცნობილი მხატვარია, დედა – სოფიო ნიკოლოზ გურამიშვილის ასული იყო მეფე გიორგი XII-ის ნათლული.

  1832 წ.შეთქმულების გამომჟღავნებამდე ანტონი მსახურობს პოდპორუჩიკად. იგი ახლო ნაცნობია სოლომონ დოდაშვილისა. „ანტონ აფხაზზე ახლო ნაცნობი მე არა მყოლია“ - უჩვენებს დოდაშვილი. ანტონი იყო სოლომონის ერთ–ერთი მეჯვარე.

  ანტონ აფხაზი არ ყოფილა შეთქმულების მაინცდამაინც აქტიური მონაწილე. როგორც შეთქმულების საგამომძიებლო მასალებიდან ჩანს, ანტონი ყაზარმელთა წრეში ოთხჯერ თუ მოხვდა.

  როგორც ცნობილია, იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულები დაასმინა ვოლხოვსკისთან. მთავარმართებელი როზენი როდესაც გაეცნო ვოლხოვსკის ინფორმაცის, უნდობლად შეხვდა ამ ამბავს. იასეს დანასმენის შესამოწმებლად როზენმა გამოსაკითხად დაიბარა ანტონ აფხაზი. ანტონმა პირველსავე გამოკითხვისას (1832 წ. 10 იანვარს) უჩვენა: ერთხელ ვახშამზე სოლომონ დოდაშვილის ბინაზე ალექსანდრე ორბელიანმა მოითხოვაო დამსწრეთაგან ფიცის დადება. ეს დადასტურება იყო იესეს დანასმენისა და ანტონის ჩვენებას მოჰყვა სხვათა დაპატიმრება. თვით ანტონი დააპატიმრეს 11 იანვარს.

  საგამოძიებლო კომისიამ ის მიაკუთვნა დამნაშავეთა მეექვსე კატეგორიას. ამ კატეგორიაში შედიოდნენ ის „პირნი, რომელთაც იცოდნენ შეთქმულების ამბავი და შეიძლება ეჭვმიტანილ იქნან იმაში, რომ ისინი ეთანხმებიან შეთქმულებას“.

  ანტონ აფხაზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1833 წლის 7 სექტემბერს და გაგზავნეს სამსახურში კავკასიის ხაზზე. აქ ის მსახურობს ქვეითა პოლკში პოდპორუჩიკად. 1836 წ. 4 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ ის დასახლდა თბილისში. მასზე დაწესებული იყო ფარული მეთვალყურეობა. გარდაიცვალა 1837 წელს.

თავადი (კახეთი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

Tags []

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////