დავით ზაქარიას ძე
ბარათაშვილი
დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
1840 - 1901

  ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე)  (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო გრიგორეცკის ინსტიტუტში, მაგრამ 1863 წ. პოლონეთის აჯანყების გამო აქ სწავლას თავი მიანება და მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა.

 „იყო მოყვარე თავის ქვეყნისა და ქველმოქმედი. ბეთანიასა შესწირა 70 დესეტინა მიწა, 20 თუმანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ასაგებად. ნ.ბარათაშვილის ნეშტის გადმოტანაც განჯიდან მისივე მეცადინეობით მოხდა. 300 თუმანი შესწირა ხონის საქალებო სასწავლებელს“.

 დავით ბარათაშვილი იყო პუპლია ორბელიანის ცოლის–კატინას ძმისწული. ელისაბედ ელიზბარ ერისთავის ასულის სიტყვით დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი. მისი მეუღლე იყო ციციშვილის ქალი, ძალიან ლამაზი; ჰყავდა ხუთი ქალი და ერთი ვაჟი ზალიკო.

  დავით ბარათაშვილი ნარდს ეთამაშებოდა ხოლმე ხშირად ილია ჭავჭავაძეს.

 დავით ბარათაშვილს ეკუთვნოდა „ქართლის ცხოვრების“ ე.წ. „ბარათაშვილისეული“ ნუსხა. 1893 წ. გადასცა წერა–კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი საგვარეულო საბუთები. იხილეთ გენეალოგია.


gb  rs t