ბარამ ფარემუზის ძე
ბარათაშვილი

 ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 აგვისტოს ისევ ციხეში იმყოფებოდა.

 1813 წ. ახლავს ალექსანდრე ბატონიშვილს სპარსეთში.

 მისი ძმისწულის ბარამ იოსების ძე ბარათაშვილის 1848 წ. თხოვნაში ნათქვამია: „ბარამ ბარათოვი არის სპარსეთში გარდაცვალებულისა ბარამ ბარათოვის ძმისწული“. „როცა მთავარმართებელმა ტორმასოვმა ბარამ სპარსეთში გაგზავნა, ინებეთ იმ დროის საქმიდამ და ღუბერნატორის საქმიდამ შეიტყეთ თავად ბარათოვის გვარის გამოცხადებით გაიგზავნა ბილეთით და ბაშფორთით თუ არა“.

 გურამ ბარძიმის ძე ბარათაშვილის ჩვენებით 1814 წ., როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი შატილში იმყოფებოდა, მასთან ერთ–ერთი მეთაურია ბარამ ბარათოვი.

 იყო პოეტი. მის ლექსს „შენდა შეყრამდის ვით გასძლებს გული“ ნიკოლოზ ბერძენოვის სიტყვით ქართველი მომღერლები ახლაც ასრულებენ სხვა სუფრის სიმღერებთან ერთადო.

 არის ავტორი ლექსებისა: „ჰოი ვარდო, მოდი ნუ ინაზები“, „აფროდიტო ამობრწყინდი“, „ნუ მწვამ, მიჯნურო“, „ჰსცუალებენ ტაროსნი ჟამთა და დართა“. ლექსი „ეჰა მთიები მთენია“–გამოქვეყნებულია ხასე, ძველი ქართული ლიტ. ისტორიიდან.

 მას ეკუთვნის „ბჭობა გონებისა“, რომლის წინასიტყვაობაშიც ის განსაზღვრავს ამ წიგნის შინაარსს–„სწავლანი საზოგადოობასა და კეთილაღრჩევითისა მოქალაქობისა“; წიგნს მიუძღვნის „უგანათლებულეს მეფის ძეს“ (ფარნაოზს?). იხილეთ გენეალოგია.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////