თამაზ მამუკას ძე
ორბელიანი
თომა ორბელიანი
1768 - 1815
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
გენერალ-მაიორი

 თამაზ მამუკას ძე ორბელიანი (1768–1815). ერეკლე მეორის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს, დემეტრეს შვილის მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო მისი დეიდა – გიორგი ერისთავის მეორე ასული ანა–იყო ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე. იმერეთის დედოფალი ანა მათეს (მამუკას) ასული თამაზის დაა.

 ერეკლეს II-ის მეფობის ბოლო წლებში და გიორგი XII-ის მეფობაში ეშიკაღაბაში თამაზ  თამაზ ორბელიანიორბელიანი იულონ ბატონიშვილის პარტიაში იყო–1801 წლის დასაწყისში.

 1801 წელს თავის ბიძა (დეიდის ქმარი) ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად გადაიხიზნა იმერეთს, საიდანაც ალექსანდრე ბატონიშვილს ეფიცება–ოღონდ გადმოდი ქართლ–კახეთში და მერე მე ვიციო.

 როცა ფარნაოზ და იულონი იმერეთს გადაიხვეწნენ, მაშინ მათ და მათ მხლებლებზე გამოითქვა ლექსი:

             „ლომნი კატურად გარბიან ერთითა შეძახილითა

              ამილახვარი მოჰყავდათ ერთითა შეძახილითა,

              იულონ თქმით, თამაზ ბანით, ფარნაოზ მოძახილითა“.

 1801 წლის ბოლოდან, როცა იგებს, რომ ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმდა, თამაზ ობელიანი პოზიციას იცვლის. 1802 წელს ის „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინშია. ეს ჩინი შემდეგში ბრიგადირის სამხედრო ჩინად იქნა გადარქმეული. ეს ჩინი V კლასისა იყო, გენერალსა და პოლკოვნიკს შორის.

 1803 წ. იანვარში ის გაგზავნეს ერევნის ხანთან მოსალაპარაკებლად დანიელის გაპატრიარქების შესახებ. როგორც დემურჩი–ასალუს მოურავს მას 1803 წ. დაავალეს ასი ცხენოსნის გამოყვანა. 1804 წ. ოქტომბერში ის სდევს მთიულეთის აჯანყების შემდეგ სპარსეთისაკენ ლტოლვილ ბიძას ფარნაოზს, დაიჭერს მას და თბილისში მოიყვანს. შემდეგ იღებს გენერალ–მაიორის ჩინს. ის იყო დემურჩი–ასალუს მოურავი. ეს სამოურავო ერეკლე II-მ მზითვად გაატანა თავის დას ანას, რომელიც იყო თამაზის ბებია (მამის დედა).

 1812 წლიდან არის თავადაზნაურობის საგუბერნიო მარშალი. 1813 წელს სხვა თავადებთან ერთად გაჰყვება რტიშჩევს გულისტანის ზავის დასადებად სპარსეთთან.

 გარდაიცვალა 1815 წ. 12 ივლისს. დასაფლავებულია სიონში. ჰქონდა ქვა წარწერით: „გენ–მაიორი და კავალერი თამაზ ჯამბაკურ ორბელიანი, მამუკას ძე  გარდაიცვალა 12 ივლისს, 1815, 47 წლისა.“ ქვა დაადეს მეუღლემ – ქეთევანმა დავით ქობულოვის ასულმა და ძეთა და ასულთა.

  თამაზის სიკვდილის შემდეგ მის ქვრივს ქეთევან დავითის ასულს დაენიშნა პენსია წელიწადში 2 ათასი მან. ასიგნაციებით.

  თამაზ ორბელიანს რუსულ საბუთებში თომას ეძახიან. ამიტომ მისი შვილები იხსენიებიან თომას ძეებად. სოფ. ვაშლოვანს, თეთრი წყაროს ახლოს, 1811 წელს თამაზ ორბელიანს აუგია კოშკი. კოშკს აქვს წარწერა:

           „კოშკში ავაგე სალხინოდ მე თამაზ ორბელიანმა,

            თანამეცხედრე ქეთევან...

            ძეთა დიმიტრი, მაკარი, ივანემ კეთილგზიანმა“.   

 ამ წარწერით თამაზს ჰყოლია სამი ვაჟი: 1. დიმიტრი, 2. მაკარი – იგივე მამუკა 3. ივანე. თამაზს ჰყავდა ქალებიც. 1. ნინა – იოანე ერისთავის მეუღლე, გარდაიცვალა 20 წლისა 1827 წ. დასაფლავებულია იკორთაში. 2. ანნა – ლუარსაბ ივანეს ძე ორბელიანის ცოლი.

 თამაზის ქვრივს ქეთევანს შეუმკია სახარება, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „შევამკე სახარება ესე ღენერალ–მაიორის ჯამბაკურ–ორბელიანის თამაზის მეუღლემან ქობულოვის დავითის ასულმან კნეინა ქეთევან... ჩყმბ წელსა, თებერვლის  დ(4) დღესა“.

ორბელიანების კოშკი სალხინო ვაშლოვანი

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////