ზაალ დიმიტრის ძე
ორბელიანი
ასპინძის ომი

 ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანი (1738–1808). ასპინძის ომის მონაწილე. 1770 წ. ერეკლე II-მ გაგზავნა ის ეკატერინე მეორესთან. მას უნდა ეუწყებინა დედოფლისათვის ასპინძასთან ომში გამარჯვება, გადაეცა ზოგი რამ ნადავლ–ალაფი (ორი ტყვე ოსმალო, ერთი ლეკი და ბაირაღები), ეთხოვა დაპირებული არტილერიის გამოგზავნა საქართველოში და მოეხსენებინა რომ გენ. ტოტლებენმა ბრძოლის დროს თავი მიანება ერეკლეს.

 1774 წელს ზაალ ორბელიანს ამბავს მიუტანდნენ, რომ ერეკლე მეფე მას დაჭერას უპირებს. ზაალ ახალციხეში ჩამოვიდა, დაიჭირეს და მაშინ გამოტყდა: ბაკუნინმა მითხრა, ხელმწიფე ერეკლეს უწყრებაო. მე ვუთხარი, რაკი ესეა, ან რუსს ვისმე უბოძოს ქვეყანა და ან მეფე სოლომანსაო.

 მეფე ერეკლეს დროს ზ. ორბელიანი „იყო შემკრები სურსათისა“ ზაალ ორბელიანს ცოლად ჰყავდა სოფიო ქსნის ერისთავის იესეს ქალი. ამათ ჰყავდათ 4 ვაჟი: 1. დიმიტრი (გენ. ლეინტენატი, ცოლად ჰყავდა ანა ჩოლოყაშვილი; უშვილო). 2. ბეგლარ (პოლკოვნიკი. ცოლად ჰყავდა გრიგოლ დადიანის ქალი ეკატერინე; უშვილო) 3. ყაფლან (მაიორი, სიღნაღის კომენდანტი). 1812 წ. ამისი ქალი სოფიო გათხოვდა როზენის ჩინოვნიკ ბეზაკზე. 4. გიორგი და ერთი ქალი მარიამი, რომელიც 1798 წ. გათხოვდა ვახტანგ გურიელზე.

 ზაალ ორბელიანი გარდაიცვალა 1808 წელს. საფიქრებელია, რომ ზ.ო. რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი ყოფილიყო. “Сулеиман-паша Ахалцихский в осетинцах всегда имел конфедентовь равно как и в самой грузии где подозреваем бил втом кн. Заал Орбелианов“.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

კომენტარები

ka    ru