ნიკოლოზ
ალექსანდრეს ძე
ტარსაიძე
თბილისი - კრასნოდარი - სტავროპოლი - განჯა - ხარკოვი
განჯა
საქართველო - თბილისი

 ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე). დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. გამომძიებლად მსახურობდა ჯერ ეკატერინოდარში (დღევანდელი კრასნოდარი), შემდეგ სტავროპოლში (1885-1891). 1891 წელს დაინიშნა სტავროპოლის საოლქო სასამართლოში ბრალმდებლის თანაშემწედ (მოადგილედ), 1895 წლიდან იმავე თანამდებობაზეა თბილისში, 1901 წლიდან თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. თავდაპირველად სტავროპოლში მას ჰქონდა დავალებული დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის გამოძიება, მაგრამ მალე იგი ჩამოაშორეს ამ საქმეს. მას მისი თანამედროვეები ახასიათებენ როგორც "მიუდგომელი მსაჯული, გულწრფელი და სათნო ადამიანი, იშვიათი პატიოსნების პატრონი". ნიკოლოზ ტარსაიძე გარდაიცვალა 1917 წელს განჯაში, ჩამოასვენეს და დაკრძალეს თბილისში.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

ტახტის - აზნაური (ქართლი)

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////