ზაალ ზურაბის ძე
ანდრონიკაშვილი
მარტყოფის მოურავი
კრწანისის ბრძოლა

  ზაალ ზურაბის ძე ანდრონოკაშვილი (ზედმეტსახელად - კუზიანი), მარტყოფის მოურავი. იხსენიება „კალმასობაში“ (ზ. ჭიჭინაძის გამოც. გვ.107– 108) „იოანე: 120 ომში დასწრებიხართ თითქმის და ას მტერზე მეტი მოგიკლავთ. და ეგ დაჭრილობაც აბდულაბეგის ომში შეგემთხვათ. და ესდენ ნამსახურს ქვეყნის კაცს გვმართებს, რომ ვაქებდეთ. ზაალ ზურაბიშვილს, მოურავს, არ უყვარდა თავისი ქება და უთხრა: წავიდეთ რუსთველთან...“.

 კრწანისის ომის შემდეგ „...იხილეს რა ლეკთა უძლურება ქართველთა, შეკრბენ უმეტეს 1500–სა, მივიდნენ ნორიოს. გარნა იძლივნენ ფრიად მოურავისაგან მათისა ზაალ ანდრონიკაშვილისაგან, რომელიცა იყო სიმხნითა აღმოჩენილ ყოველსა საქართველოსა შინა“.

 „თ-ი ზაალ ანდრონიკაშვილი (კუზიანი), თ-ი ზაალ ბარათაშვილი (დიანბეგი), თ-ი ზაალ მაჩაბელი (ბორტი) და თ-ი ზაალ ორბელიანი (ყაფლანაშვილი) ხლებიან ირაკლის და ლევან ბატონიშვილს... ირაკლი იტყოდა თურმე: ოთხი ზაალ ჩემთან რომ იყოს, ოთხი ათას მტერს არ დავერიდებოდიო“.

  ზაალ ანდრონიკაშვილის შვილია ზაზა ანდრონიკაშვილი.

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

ka    ru