იოანე ზაალის ძე
აბაშიძე
ქეშიკჩიბაში
კრწანისის ბრძოლა

 აბაშიძე იოანე ზაალის ძე. ქეშიკჩიბაში ერეკლე II-სი. ერეკლე II-ის ცოლის ძმა. „მეფემან ირაკლი მეორემან აბაშიძისა ზაალის ასული ანნა მოითხოვა რა ცოლად, მაშინ გარდმოიყვანა სიმამრიცა თავისი ზაალ და ცოლისძმანნი თვისნივე ძენი ზაალისანი იოანე და სვიმონ და მოუბოძა კახეთის მამულნი და ყმანი ამოწყვეტილის ენდრონიკაშვილის ჯანოს შვილისანი“ (დავით ციციშვილი, „შემოკლებითი მოთხრობა საქართულოს თავადთა და ანზნაურთა“,

     1769 წ. 9. III-ის საბუთით ერეკლე II-მ უბოძა ხეფინისხევი ზაალ აბაშიძეს და მის შვილებს– იოანეს და სვიმონს

   1774 წ. საბუთით ერეკლე II უბოძებს იოანე ქეშიკთუხუცესს ანდრონიკაშვილის ნაქონ მამულს.

     1776 წ. 18 მაისის საბუთით იოანე აბაშიძეს მამულები აქვს ნეკრესის სამწყსოში.

 ანდრონიკაანთ მამულის იოანე აბაშიძისათვის მიცემის შესახებ დაბეჭდილია „მასალებში საქ. ეკ. ისტ“. III. N175 .

  1784 წ. 22 მარტს ქეშიკჩიკბაში იოანე (ამოვარდნილი ჯანო ანდრონიკაშვილის მემკვიდრე), ზაალ ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილთა წარმომადგენელი) და ერისტაშვილები მამულს იყოფენ. ერეკლე ამტკიცებს ამ გაყოფის წიგნს 1784 წ. 24 მარტს (ხელნაწერთა აღწერილობა),

  ანდრონიკაშვილთა ჩამომავალი–ზურაბიშვილი 1864 წ. სექტემბერში მიართმევს თხოვნას ალექსანდრე I-ს. იგი ითხოვს რომ ამოვარდნილი ჯანო ანდრონიკაშვილის მამული (სამკვდრო ყმა–მამული 80 კომლამდე, რომელიც ერეკლე II-მ იოანე აბაშიძეს უბოძა) დაუბრუნდეს ჯანო ანდრონიკასვილის ძმების ჩამომავლებს.

  მღ. პ. ვარძელაშვილს „ივერიის“ 1890 წ. 1 ნოემბერის N 232- ში. დაბეჭდილი აქვს „ისტორიული მასალა მეფე ირაკლის ცხოვრებისა“ რომელშიაც ის ახსენებს აბაშიძეების საბუთებს.

 „ირაკლის საკუთარი ხელით დაწერილი და ბეჭედ სმულნი. სწერს იოანე აბაშიძეს ქეშიკჩიბაშს, რომის მემკვიდრენი დღეს ცხოვრობენ სოფ. ვეჯინსა და გურჯაანში. 21 წერილი“.

  იოანე აბაშიძეს ახსენებს ნ. ბარათაშვილი ლექსში „ბედი ქართლისა“. თამაზ ენისელთ მოურავის ძე და იოანე კახთ აბაშიძე, განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა“.

 თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, რომ „1795 წელს დაიღუპა თ. ივანე აბაშიძე“. მაგრამ ქეშიკჩიბაში იოანე 1795 წ. მხოლოდ დაიჭრა. „აბაშიძე იოანეს, ცოლისძმას მეფისას, მოსწყვიტეს თითნი ლეკთა მათ ხმლითა“

  ი.აბაშიძე ცოცხალია 1799წ. ამ წლის 12 მაისს მას წერილს სწერს გიორგი XII (ბიძა ჩვენს ქეშიკჩიბაშ ბორჩალოს მოურავს–აბაშიძეს იოანეს).

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

კომენტარები

ka    ru