მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
ჭავჭავაძე
1876 - 1933

 მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე - თბილისის სათავად-აზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან, კამერ-იუნკერი. მან წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაქორწინდა არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელზე ევგენია (ჟენია) შაბლიკინაზე.

 მაქსი ჭავჭავაძე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის - მარიამისა და გენერალ ადიუტანტის ზაქარია გულბაათის-ძეს ჭავჭავაძის შვილი. იგი იმდროინდელ საქართველოში განათლებით, კულტურით და ჩამომავლობით აშკარად გამოირჩევოდა. წინანდლის გლეხობაში დიდხანს შემორჩა მაქსის უხვად დარჩენილი სიკეთის მადლი. ის გლეხთა და გაჭირვებულთა შემწე და თანამდგომი იყო. მისი მეუღლე ევგენია შაბლიკინა იყო წმინდა ნინოს სახელობის თელავის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.

 მაქს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყოლიათ და გლეხის შვილებს ძალზე პატრონობდნენ. ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, სახლშიც მიჰყავდათ და იქ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მათ ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. ყველაზე გამორჩეული კი წინანადალში მხცოვანი მგოსნის აკაკი წერეთლის სტუმრობა იყო. 1911 წელს კახეთში მოგზაური აკაკი წინანდალში მაქსი ჭავჭავაძემ მიიწვია. მასპინძელმა სუფრა გააწყო ბაღში, ვებერთელა  კაკლის ჩრდილის ქვეშ, სადაც ცნობისმოყვარე გლეხებიც შეკრებილიყვნენ. სადილი შეხამებული იყო კახური სიმღერით და ლხინით. შებინდებულზე აკაკიმ დატოვა წინანდალი დიდი მადლობით მასპინძლისადმი. სოფლის ბოლომდე აკაკის ეტლს გლეხობა მიაცილებდა მაყრულის შემოძახილით.

 საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ადგილ-მამულების და სახლ-კარის ჩამორთმევაც არ იკმარეს და ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოც გაანადგურეს. მაქსი ჭავჭავაძე იყო უკანასკნელი ჭავჭავაძე, რომელიც წინანდალში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის საბჭომ სკოლას გადასცა. ის ერთხანს მის საკუთრებაში არსებულ სხვა სახლში ცხოვრობდა, ხოლო შემდგომ იძულებული გახადეს წინანდალი დაეტოვებინა და თბილისში გადასახლდა. 1933 წეწლს ის უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.

ჟენია შაბლიკინა, მაქსიმილიანე და სოფიო ჭავჭავაძეები

მაქსი ჭავჭავაძე დასთან სოფიო (სონა) და მეუღლესთან ჟენია შაბლიკინასთან ერთად.

ირაკლი კალანდია

 


კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////