გიორგი
აბაშიძე
პოლკოვნიკი

 აბაშიძე გიორგი. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის შემდეგ გარდაიცვალა, დარჩა ქვრივი 8 ქალით და 3 ვაჟით.

 1810 წ. აპრილს მისი ქვრივი (ანა ამილახორის ასული) სთხოვს ტორმასოვს დახმარებას, იგი აცხადებს, რომ გაათხოვა 7 ასული და სიღარიბეში ჩავარდა.

 აბაშიძე გიორგის ხელით იულიონ ბატონიშვილმა გაუგზავნა წერილი ციციანოვს. ციციანოვი იხმარდა მას იმერეთის საქმეებში. („აქტები“, II, 165 ).

თავადი

კომენტარები

ka    ru